თურქული პრესა 09.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1487507
თურქული პრესა 09.09.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთისა და ირანის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების PKK / PJAK– ის  წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციების ჩათვლით ნაბიჯების გადადგმა ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობაა.

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრამა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ყველა სამხედრო წვრთნა ნატო-ს წესების ფარგლებში ჩატარდა. ჩავუშოღლუმ თავის განცხადებაში აღნიშნა: "ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ საბერძნეთი არ მოდის. საბერძნეთი დიალოგის მომხრე არ არის. ევროპულ ქვეყნებსაც უკვე მოსწყინდათ. თუ საბერძნეთი საკუთარ თავს ენდობა, თავისი თეზისები მაგიდაზე დადოს. თავისი სიმართლე იქ დაიცვას. ჩვენ გვაქვს სათქმელი. ამის ეშინია საბერძნეთსაც."

ჩანაქქალეს 18 მარტის უნივერსიტეტში ახალი ტიპის კორონავირუსის დასადგენად ორმაგი ანტისხეულებიანი დიაგნოსტიკური ნაკრები შექმნეს - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ნაკრებით, რომლის მასიური წარმოებაც დაიწყება, თითქმის 100 პროცენტიანი ზუსტი შედეგები 8 წუთში მიიღება. ჩანაქქალეს 18 მარტის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. სედათ მურატმა განაცხადა, რომ პროფესორ მუსტაფა ქემალ სეზგინთურქის მიერ შექმნილი საცდელი ნაკრები პირველად დამზადდა მსოფლიოში.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ბრიტანეთის წამყვანმა გაზეთმა The Telegraph- მა თურქეთი ყველაზე საიმედო ტურისტულ ქვეყნებს შორის დაასახელა. გაზეთის ცნობით, თურქეთმა ბრიტანეთის მთავრობის "სანდო" სიაში თავისი ადგილი შეინარჩუნა.

და ბოლოს, „ჰურიეტი“-ს ცნობით, მსოფლიოში ცნობილი რუსი მილიარდერის და ინგლისის საფეხბურთო კლუბის Chealsea-ს მფლობელის რომან აბრამოვიჩის ულტრა მდიდრული იახტა "Eclipse" ტურისტულ ცენტრ ბოდრუმში ჩავიდა. მეგა იახტა უცხოელი ტურისტებისა და რეგიონის დამსვენებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბრომოვიჩი თავის იახტაზე არ იმყოფება, მაგრამ მალე რაიონში ჩამოვა და იახტით ზღვით მოგზაურობას დაიწყებს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები