თურქული პრესა 10.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1469978
თურქული პრესა 10.08.2020

 

 

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ, ქალაქ ქოჯაელის მახლობელ გაბზეს დასახლებაში მშენებარე თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს, TUBITAK-ის ახალი ცენტრის ექსპლოატაციაში გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ დღესდღეობით, TUBITAK Kovid-19 თურქეთის პლატფორმის ფარგლებში 8 სხვადასხვა ვაქცინისა და 10 სხვადასხვა მედიკამენტის პროექტზე მუშაობენ. ”ჩვენს ვაქცინურ კვლევებში, ორი ვაქცინის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა ცხოველებზე და უახლოეს ხანებში მათი ადამიანებზე კლინიკური კვლევების ეტაპზე გადავალთ,” განაცხადა ერდოღანმა
Hürriyet-ი, ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის გუშინდელ განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ დროისათვის, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული, “კლანჭების“ სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში, ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრი 83 ტერორისტის განეიტრალება მოხდა, ხოლო ამის პარალელურად ამოღებულ იქნა მათი კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები რა, ოპერაციები გაგრძელდება

Vatan-ი იუწყება, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა, გუშინ, ერდოღანთან ერთად მიიღო მონაწილეობა გებზეს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ-კვლევითი საბჭოს, TUBITAK-ის ახალი ცენტრის გახსნის ცერემონიალში და თქვა, რომ მათ მსოფლიოში პირველებმა მოახერხეს სალმონელას სწრაფი დიაგნოსტიკური კომპლექტის შექმნა და უკვე პატენტიც აიღეს რა,  ჩინეთის სახით პირველი მყიდველიც გამოუჩნდათ

"AKAMİB-დან 368 მილიონი დოლარის ექსპორტი 7 თვეში", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Haber Türk-ი და მასში ვკითხულობთ: ხმელთაშუა ზღვის ავეჯის, ქაღალდისა და ტყის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაცია AKAMİB-მა, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში 368 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა. "ივლისში ჩვენი ავეჯის ექსპორტი საფრანგეთში თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა, გერმანიაში 60 პროცენტით და ამერიკაში კი 68 პროცენტით", განაცხადა AKAMİB-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ონურ ქალიჩერმა

Star-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა რალლიში აიჰანჯან გუვენმა, გუშინ, წარმატებით იასპარეზა ინგლისში ჩატარებულ Porsche-ს სუპერთასზე და პირველი პრიზი მოიპოვა რა, ამით მან წელს სეზონის რიგით მეხუთე შეჯიბრი მოიგო



მსგავსი ინფორმაციები