თურქული პრესა 06.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1467912
თურქული პრესა 06.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ ბეირუთის აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ანკარა, სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მედიკამენტებს და სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის ლიბანელებს. ბოლო ინფორმაციით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა და 4 ათასზე მეტი დაშავდა

Vatan-ი იუწყება, რომ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით გავრცელებულ პოსტში, ბეირუთის აფეთქება შეაფასა და აღნიშნა, რომ 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რამაც გამოიწვია აფეთქება, 6 წლის წინ, ბოსფორის სრუტით იქნა გადატანილი და ამიტომ, სტამბოლის ახალი არხის მშენებლობა, რომელსაც დაჟინებით ითხოვს ერდოღანი, თურქეთისათვის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხია

Haber Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენტოპი უარყოფითად გამოეხმაურა საფრანგეთის და აშშ-ის ურთიერთობებს სირიაში მოქმედ ქურთულ ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-თან. მისი თქმით, საფრანგეთი არის მსოფლიოში ის ბოლო ქვეყანა, რომელმაც უნდა ილაპარაკოს ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლიანობაზე, რადგან, ბოლო 200 წლის განმავლობაში როგორც კოლონიალურმა ქვეყანამ, მრავალი უსამართლობა ჩაიდინა. “რაც შეეხება აშშ-ს, იგი სირიელ ქურთ ტერორისტებს გამუდმებით ამარაგებს სამხედრო იარაღებით და ტექნიკა-აღჭურვილობებით, ხოლო ახლახან კი ერთმა ამერიკულმა ნავთობ კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა YPG/PKK-თან ადგილობრივი ნავთობის წარმოება-გასაღების საქმეში, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის კანონებს“, ხაზგასმით აღნიშნა შენტოპმა  

"ჯანდაცვის სფეროში თურქეთისგან ვენესუელასადმი დახმარება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ვენესუელასა და თურქეთს შორის 11 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება ჯანდაცვის სფეროში გაწერილი გრანტის შესახებ, თურქეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა და ამით იგი ძალაში შევიდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში,  თურქეთი, ვენესუელას 25 რესპირატორს, 100 ათას ქირურგიულ ნიღაბს, 50 ათასი ცალი N95 ნიღაბს, 35 ათასი სპეციალურ სამოსს, 200 ათასი ხელთათმანს და 40 ათას PCR ტესტის კომპლექტს, გრანტის სახით გადასცემს

Yeni Şafak-ი ეკონომიკისა და კულტურის გვერდზე იუწყება, რომ გერმანიამ, თურქეთის ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე მდებარე აიდინის, ანტალიის, იზმირის და მუგლას ოლქებში მოგზაურობის აკრძალვები მოხსნა და აქედან გამომდინარე, ხსენებულ რეგიონებში გერმანელი ტურისტების მოზღვავებას ელიან



მსგავსი ინფორმაციები