თურქული პრესა 05.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1467247
თურქული პრესა 05.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ლიბანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით,  თავისი პირადი არაბული სოციალური მედიიდან ასეთი შინაარსის მესიჯი გააზიარა: ”თურქეთი, როგორც ყოველთვის, ახლაც ლიბანელი ხალხისა და ლიბანელი ძმების გვერდით იდგმება და ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს

Star-ი, ფრანგულ გაზეთ ფიგაროდან გადმოთარგმნილ სტატიას ბეჭდავს, რომელშიც წერია: თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, სტამბოლის დამპყრობ ფატიჰ სულთან მეჰმედ მეორეს ჰგავს. “მან, შეიძლება ითქვას, რომ ლიბიის პრემიერ-მინისტრ ფაიზ ეს-სერაკთან ერთად, ხმელთაშუაზღვის რუკა ახლიდან შეადგინა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უარი უთხრეს დახმარებაზე და მეამბოხე გენერალ ჰაფთერის პირისპირ მიატოვეს, როცა მას მხოლოდ ანკარა ამოუდგა გვერდში“, ხაზგასმით აღნიშნავს ფიგარო

“თურქეთი, მის მიერ წარმოებულ კოვიდ-19 ვაქცინას, ადამიანებზე ცდებს იწყებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: "თურქეთში მთელი სისწრაფით გრძელდება კვლევები და მუშაობები კოვიდ-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ადგილობრივი ვაქცინებისა და მედიკამენტების დამზადებისთვის. თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს (TUBITAK) განცხადებით, თურქი მეცნიერ-მკვლევარების მხრიდან დამზადებული ვაქცინის ტესტები ცხოველებზე დაასრულეს და ახლა უმოკლეს ხანში ადამიანებზე დაიწყებენ

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა იზრდება. “ასე მაგალითად, ევროკავშირის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში11,9 პროცენტით, ხოლო აშშ-ის ეკონომიკა კი 32,9 პროცენტით შემცირდა, როცა თურქეთის ეკონომიკა კი, თუმცა დიდად არა, მაგრამ, მაინც გაიზარდა. ამის მაჩვენებელია ივნისთან შედარებით ივლისში თურქეთის ექსპორტის 11,5 პროცენტიანი ზრდა და მისი 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, ხოლო მის საწინააღმდეგოდ იმპორტის მიმდინარე წლის ყველაზე დაბალ დონემდე დაცემა

Haber Türk-ი იუწყება, რომ ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა, სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში, ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები შეაფასა და თურქ ექსპორტიორებს მიულოცა წარმატება. “ივლისის თვეში, ჩვენ უცხოეთში გავიტანეთ 15 მილიარდი დოლარის საქონელი და პროდუქცია, რაც მიმდინარე წლის რეკორდია. ყველა ექსპორტიორს ვულოცავ ამ წარმატებას“, აღნიშნავს ალბაირაქი, წერს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები