თურქული პრესა 29.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1463789
თურქული პრესა 29.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისინი როგორც სირიაში დაჩაგრულთა მიმართ არ დარჩნელან უყურადღებოდ, ასევე ლიბიაში ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობის თანამშრომლობის მოწოდება არ დატოვეს უპასუხოდ, ასევე იმავე გაგებით მხარს უჭერენ აზერბაიჯანის მცდელობებს, რომ დაიცვან თავიანთი სამშობლო. „ჩვენ არ გვაქვს უმცირესი ყოყმანიც კი იმისთვის, რომ რომელ სფეროშიც საჭიროა ვაწარმოოთ ბრძოლა, რაც აუცილებელია ჩვენი და ჩვენი მეგობრებისათვის“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომელიც უნდა ჩაატაროს თურქეთმა და აზერბაიჯანმა, აზერბაიჯანულ პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ინფორმაციებში ნათქვამია, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ასეთ პერიოდში ჩატარებული ერთობლივი წვრთნები გზავნილია ოკუპანტი სომხეთის მხარდამჭერი ძალებისთვის. წვრთნები შეფასებულია, როგორც ”შესანიშნავი ნაბიჯი ბაქოსა და ანკარას სამხედრო ალიანსისკენ”.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანამხად, ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიული კომპანია Assuva, რომელმაც მოახერხა დისტანციურად აღქმის ტექნოლოგიის სფეროში დრონეს წარმოება, ჩინეთის შეიარაღებული ძალების შემდეგ ემზადება ევროკავშირის წევრ საბერძნეთის არმიაში შესასევლელად. თურქული კომპანიის საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თურქული წარმოების 50 დრონესთვის წინასწარი მიღება გაკეთდა.

გემი „ორუჩ რეისი“, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სეისმური კვლევის ჩატარებას ელოდება, 2 კვირიანი ლოდინის შემდეგ ანტალიის ნავსადგურში დაბრუნდა - წერს გაზეთი „საბაჰი“. გემი, რომელმაც ადრე სეისმური კვლევითი სამუშაოები შავ ზღვასა და მარმარილოს ზღვაში ჩაატარა, გარკვეული პერიოდია მოქმედებებს ხმელთაშუა ზღვაში ატარებს. გემი „ორუჩ რეისი“ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ახალი სეისმური კვლევის ჩატარებას ელოდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, მსოფლიოს ოთხივე კუთხეში კერძების მოყვარულების მიერ ავთენტური ადგილების და ტრადიციული კერძების წარმოსაჩენად შექმნილი TasteAtlas -ის წევრების მიერ ქულების მიცემით შექმნილი თურქეთის 100 საუკეთესო კერძის სია განახლდა. სია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, საიტის მომხმარებლების მიერ მოცემული ქულებით, შედგება მრავალი კერძისგან, ქუჩის არომატებით დაწყებული, ტრადიციული ოსმალური არომატებით დამთავრებული. სია თურქეთის სამზარეულოს მოყვარულთათვის ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელოა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები