თურქული პრესა 28.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1463073
თურქული პრესა 28.07.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. მათ განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცების ნაბიჯები, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის და სირიისა და ლიბიის თაოსნობით რეგიონალური მოვლენები. ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას და დიალოგს ორმხრივ  ურთიერთობებსა და რეგიონალურ საკითხებზე.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვები, რომელშიც აღნიშნა, რომ აია სოფიას სეჯდეებთან შეხვედრით თითქოს ერის თავიდან დაბადების მოწმე გახდნენ. ”აია სოფიას ღვთისმსახურებისთვის ხელახლა გახსნა, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების განხორციელების ერთ-ერთი ბოლო მაგალითია” - თქვა ერდოღანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აია სოფიას მეჩეთი ღვთისმსახურების ადგილი იქნება.

ბერძენი ბერი ევანგელოს პაპანიკოლაუ ამბობს, რომ ”თურქების გარეშე, რომლებიც იცავდნენ აია სოფიას, აია სოფია დიდი ხდნის წინ დაეცემოდა” - წერს გაზეთი „სტარი“.  პაპანიკოლაუმ განაცხადა, რომ წარსულში თურქებს კრეტაზე არც ერთი ეკლესია არ დაუხურავთ, მაგრამ საბერძნეთში მრავალი მონასტერი და ეკლესია დაიხურა. „ვინ დაიცავდა ისეთ დიდ ნაგებობას, როგორიცაა აია სოფია? თურქებმა დაიცვეს“- განაცხადა პაპანიკოლაუმ.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა აღნიშნა: "ჩვენი ეკონომიკა კვლავ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება. ივლისში ნდობის ინდექსების, მომსახურების სექტორში 20.2%-ით, საცალო  ვაჭრობაში 9.6%-ით და სამშენებლო სექტორში 11.6%-ით გაზრდა სასიხარულოა. თურქეთის ეკონომიკის შესახებ გაკეთებული პესიმისტური პროგნოზები კვლავ ტყული აღმოჩნდება. ”

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სტამბოლის ბირჟაზე გატანილი ყველა აქციის ჩათვლით გამოთვლილი BIST TÜM - ის ინდექსმა, გუშინ ყველა დროის უმაღლეს საფეხურს 1,323.16 ქულას მიაღწია. BIST TÜM ის ინდექსმა გუშინ დღე 0.53 პროცენტიანი ზრდით დაასრულა და  1.315.05 ქულით დახურვის რეკორდი დაამყარა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები