თურქული პრესა 17.07.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1456662
თურქული პრესა 17.07.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, მკაცრად დაგმო სომხეთის თავდასხმები აზერბაიჯანის წინააღმდეგ და თქვა, რომ ერევანი, თავისივე მხრიდან გაკეთებული ხაფანგის ქვეშ დარჩება. თურქი მინისტრის განცხადებითვე, ანკარა, როგორც ყოველთვის, კვლავ გააგრძელებს მოძმე აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერას

Star-ი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადების იმ ადგილს გამოყოფს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხური ძალები, აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონ თოვუზის სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ. “ ჩვენ შევქმენით საკმაოდ ძლიერი არმია. მთიან ყარაბაღში ჩვენ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ უკან“, განაცხადა ალიევმა და მადლობა გადაუხადა თურქ ხალხს და პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს მხარდაჭერისთვის. "მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ კვლავ ნამდვილი ძმები ვართ," აღნიშნა ალიევმა

Vatan-ი იუწყება, რომ თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, კოვიდ-19 ეპიდემიის გამო შეჩერებული ფრენები განახლდა და ამან ხელი შეუწყო ტურიზმის სფეროს ამოქმედებას. სწორედ მის ფარგლებში ანტალიას ბრიტანელი ტურისტების პირველი ნაკადი ეწვია და უახლოეს დღეებში უკვე ამ ქვეყნიდან ტურისტების მოზღვავებას ელიან

"რუსი ტურისტები თურქეთში ჩამოსვლისთვის ემზადებიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ამ ბოლო წლებში, თურქეთში ყველაზე მეტი ტურისტი და დამსვენებელი რუსეთიდან ჩამოდის. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ კარაისმაილოღლუს განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს და მის ფარგლებში კვლავ მილიონობით რუს ტურისტს ელიან. გასულ წელს თურქეთს ეწვია 7 მილიონზე მეტი რუსი მოქალაქე და მათგან 6 მილიონი ანტალიაში ისვენებდა

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ კორონავირუსის გამო უცხოეთში შეჩერებული ფრენები, თურქეთის ავიაკომპანია THY-მ, შეზღუდული ფორმით 11 ივნისს განაახლა ზოგიერთ ქვეყნებში, ხოლო  15 ივლისს, სამხედრო პუტჩის მცდელობის მე-4 წლისთავზე, სტამბოლის აეროპორტმა 568 ფრენა განახორციელა საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის ქალაქებში, რითაც ევროპაში ყველაზე მეტი რეისის განმხორციელებელი კომპანია გახდა, ხოლო იმავე დღეს უცხოეთიდან სტამბოლის აეროპორტში დაეშვა 421 თვითმფრინავი, რითაც  ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, იუწყება საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები