თურქული პრესა 10.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხივა

1452400
თურქული პრესა 10.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალურმა  დირექტორმა  ჰანს კლუჟიმ, ანკარაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თურქეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია. მისი თქმით, თურქეთი  ტესტებში და მკურნალობის დროს როგორც თავის მოქალაეებს ასევე მიგრატებსაც გულწრფლად აქცევდა ყურადღებას.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ტელეკონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა ინვესტორებთან, რა დროსაც პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკა აღდგენით პროცესშია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთი მსოფლიოს მასშტაბით გამწვანების პროცესში მესამე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთში ბოლო 25 წლის მანძილზე ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც 1990-იან წლებში ქვეყნის ფართობის მიხედვით მწვანე საფარი 12.502%-ს შეადგენდა, ეს რიცხვი 2016 წელს 15.355%-მდე გაიზარდა.

გაზეთი „Star“-ს მიხედვით მას შემდეგ რაც აშშ-მ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამხედრო მომზადების  და ინსტრუქციის  პროგრამაში, კვიპროსის ბერძნული მხარეც ჩართეს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გაერო-ს წერილი გაუგზავნა და პროგრამის შეჩერება მოითხოვა.

„ევროპის ყველაზე ლამაზი 15 ქალაქი შეირჩა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: სამოგზაურო ჟურნალის Travel & Leisure-ის მიერ ყოველწლიურად მოგზაურობისთვის ყველაზე ლამაზი ქალაქების სია გამოქვეყნდა. სიაში  ევროპიდან 15 ქალაქი მოხვდა, რომელთა შორის თურქეთიდან ერთადერთი ქალაქი სტამბოლი დასახელდა. იგი ამ სიაში  მეორე ადგილზეა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები