თურქული პრესა 09.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1451758
თურქული პრესა 09.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ლიბიის თემაც იქნა განხილული.

გაზეთი „Sabah“-ი იბრაჰიმ ქალინის ლიბიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას უთმობს ადგილს რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, განაცხადა, რომ თურქეთი, ლიბიის ლეგიტიმური მთავრობისადმი მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს. „თურქეთსა და ლიბიას შორის სამხედრო და უსაფრთხოების მემორანდუმია გაფორმებული. ამ მემორანდუმის ფარგლებში გაერო-ს მიერ აღიარებული ლეგიტიმური მთავრობის მიმართ მხარდაჭერას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ჩვენი პრეზიდენტი ლიბიის საკითხში რომ არ ჩარეულიყო, შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი დაღუპულიყო და ლიბია დანაწევრებამდე მისულიყო“, - განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ქარაისმაილოღლუმ, გუშინ ვიდეო კონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა, თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,  ბაირამგელდი ოვეზოვთან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Hürriyet“-ს მიხედვით Turkish Cargo, რომელიც თურქეთის ავიახაზების (THY)  შვილობილი კომპანიაა, საერთაშირისო არენაზე მისმა წილებმა 5%-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თურქეთის ავიახაზების (THY) გენერალური დირექტორი ბილალ ექში სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებულ განცხადებაში იუწყება.

გაზეთი „Star“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, UEFA-ს ერთალიგის პირველ მატჩს 3 სექტემბერს სივასში უნგრეთთან გამართავს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები