თურქული პრესა 08.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1451055
თურქული პრესა 08.07.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულემან სოილუმ განაცხადა, რომ მათ წარმატებული ოპერაციებით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაანადგურეს და დაამატა: "PKK-ს მღვიმეებშიც კი აღარ შეუძლია თავშეფარება. PKK შიშის გამო გადამცემებითაც კი ვეღარ ლაპარაკობს.“

სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AK პარტიის) თექირდაღის დეპუტატი მუსტაფა შენთოფი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (პარლამენტი) გენერალურ სესიაზე კენჭისყრის მესამე ტურში 328 ხმით ხელახლა აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ -  წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს  ცნობით, სერბეთში არსებული ბოსნიელთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა ჟასმინა კურიჩმა ახალი ტიპის კორონავიორუსის ეპიდემიის გავრცელების გამო სანჯაქის რეგიონში თურქეთის მიერ გაგზავნილი სამედიცინო მასალებით დახმარების გამო პრეზდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილი გაუგზავნა და მადლობა გადაუხადა. კურიჩის წერილში ნათქვამია: "სამედიცინო მასალები, მედიკამენტები და აღჭურვილობა, რომელიც თქვენ გამოგვიგზავნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის. თქვენი დახმარება ნდობას გვაძლევს."

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში, როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძოდა, თურქეთმა 606,5 მილიონი დოლარის ხილის ჩირი და მისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა და აქედან 222.1 მილიონი დოლარის უწიპწო ქიშმიში, 114,9 მილიონი დოლარის კი გარგარის ჩირი იყო.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთში ჩამოსული უკრაინელი ტურისტები კოვიდ-19-ის ზომების წყალობით უსაფრთხოდ ისვენებენ. უკრაინელი ტურისტის კატერინა ტრეტიაკის თქმით, თურქეთში პირბადისა და სოციალური დისტანციის წესები კარგად სრულდება და დაამატა: „ყველა ვინც აქ ჩამოვა, აღფრთოვანებული დარჩება. ვფიქრობ, რომ თურქეთს რეკლამა არ სჭირდება.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები