თურქული პრესა 06.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1449684
თურქული პრესა 06.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 26 სხვადასხვა ქალაქში 52 ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის თურქეთის მიმართ დამოკიდებულება გააკრიტიკა და დასძინა: ”ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის პრობლემების მქონე ქვეყნების თურქეთის წინ დაყენებით გატარებული ორმაგი სტანდარტის ქვეშ არსებული განზრახვა აშკარაა. ამ პროცესშიც იმ საკითხებისთვის, რომლებიც ჩვენი უფლებებია, ვიბრძოლებთ და მივიღებთ.“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა: "ჩვენს მიერ გატარებული ზომების წყალობით, ჩვენ გავხდით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ჯანმრთელობის სისტემა და მისი ინფრასტრუქტურა მსოფლიოში.“

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმეთ ნური ერსოის განცხადება უსაფრთხო ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამასთან დაკავშირებით და მასში ნათქვამია: "სერტიფიკაციის სისტემის, რომლიც ჩვენ თურქეთში ავამოქმედეთ, როგორც ელჩებს ასევე უცხოური პრესის წარმომადგენლებს გამოცდის საშუალება მივეცით. მათ პირადად გვითხრეს და გვთხოვეს: " ძალიან წარმატებული სისტემაა, დეტალურად შემუშავებული სისტემაა, თუ შეგიძლიათ დახმარების გაწევა მისი ჩვენს ქვეყანაში განხორციელებისთვის?.“

მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრი მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ მრავალფუნქციური ამფიბიური მოიერიშე გემ ANADOLU-ს, რომელიც თურქეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთულ სამხედრო და ჰუმანიტარული ოპერაციების უნარებს გაზრდის, ეროვნული ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორების თაოსნობით 100-მდე ამფიბიური ჯგუფის და 30-ზე მეტი საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვა შეუძლია - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ელაზიღში ფირატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თმაზე 750-ჯერ პატარა ახალი ტიპის კორონავირუსის სტრუქტურა ÖDTÜ-ს უნივერსიტეტის მეცნიერის მიერ შექმნილი ატომური ძალის მიკრისკოპით ვიზუალიზაცია მოახდინეს. ეკლებიანი ბურთის ფორმით მოდელირებული კორონავირუსის სტრუქტურირებული სურათის ანალიზი, შუქს მოჰფენს ბევრ სამეცნიერო კვლევას.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები