თურქული პრესა 26.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1443614
თურქული პრესა 26.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეო გზავნილში, რომელიც მან კორეის ომის 70-ე წლისთავის გამო სამხრეთ კორეაში გამართულ ცერემონიაზე გააგზავნა, აღნიშნა: "კორეის ომის 70-ე წლისთავზე, ამ ისტორიულ დღეს, მადლიერებით ვიხსენებთ კორეის ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰამი აქსოი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს. აქსოიმ აღნიშნა: ”ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩვენი ქვეყანა YPG-ს PKK-ს სირიის განშტოებად აფასებს და ცდილობენ დაიმალოს, რომ YPG და PKK არის ერთი და იგივე ტერორისტული ორგანიზაცია. ეს მიდგომა YPG-ს ტერორისტული ვინაობის ღიად ხაზგასმისგან თავის შეკავებას ნიშნავს, უფრო მეტიც, აშშ-ს ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ადასტურებს.“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, განცხადება გააკეთა ლიბიაში არსებულ ბოლო ვითარებასთან დაკავშირებით - წერს გაზეთი „საბაჰი“. ქალინმა თქვა, რომ მეამბოხე ჰაფტარი სერიოზულად დაზარალდა და დაამატა: ”ჰაფტარი, რომელსაც საფრანგეთი უჭერს მხარს, ქაოსით საშიშ თამაშებს თამაშობს.”

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინის შექმნის სფეროში ცხოველებზე გამოცდა სწრაფად მიმდინარეობს და დასძინა: ”შესაძლოა უახლოეს რამდენიმე თვეში სასიხარულო ამბავი გამცნოთ.“

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთსა და უკრაინას შორის ზოგიერთი საჰაერო რეისი 1 ივლისს განახლდება. "ვეთანხმები თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორს.“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები