თურქული პრესა 31.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1388169
თურქული პრესა 31.03.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ, კაბინეტის შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების შედეგად დაზარალებული დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად, ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროსთან ერთობლივად დაიწყეს ეროვნული თანადგომის კამპანია "ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით."

“კრიტიკული ნაბიჯი კორონავირუსის დიაგნოსტიკაში, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ქალაქ თოქათის გაზიოსმანფაშას სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ და ბიო ინჟინერიის  ფაკულტეტის ლექტორმა, პროფესორმა ისა გოქჩემ გამოიგონა კორონავირუსის დიაგნოსტიკის ფერმენტი, რომელიც მთლიანად ადგილობრივი და ეროვნული ნაწარმია.  მისი თქმით, ჩინეთიდან ჩამოტანილ კორონავირუსის ფერმენტებს აქვთ 30-40 პროცენტიანი ცდომილების დონე, როცა მისი მხრიდან წარმოებული ფერმენტის წარმატების მაჩვენებელი 99,99 პროცენტი იქნება და მალე დაიწყებენ მის სერიულ წარმოებას

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ევროპული დირექტორის, პულ ტომსენის განცხადებას ანთავსებს, რომლის თქმითაც, ევროპის მთავარმა ეკონომიურად ძლიერმა სახელმწიფოებმა, კორონავირუსის შედეგად,  მთლიანი შიდა პროდუქტში 3-3 პროცენტიანი დაცემა განიცადეს. ტომსენისვე თქმით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ფინანსური დახმარება სთხოვეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, თურქეთი არ არის. “კორონავირუსი აგრძელებს მსოფლიო ეკონომიკის დაზარალებას და უკვე 81 ქვეყანამ მოითხოვა ჩვენგან ფინანსური დახმარება“, განაცხადა ტომსენმა

Haber Türk-ი იუწყება, რომ მაშინ, როცა კორონავირუსის  ეპიდემიის  გამო მთელს მსოფლიოში შეშფოთება იზრდება და მრავალი კომპანია სამსახურიდან ათავისუფლებს თანამშრომლებს, ამ დროს, თურქული სუპერმარკეტების ქსელების მქონე Migros-ი და Şok-ი თანამშრომლების ძიებაში არიან.  მიგროსმა გამოაცხადა, რომ ის ათასამდე, ხოლო შოკი კი 5000 ახალ სამუშაო ადგილს გახსნიან

Yeni Şafak-ის მიხედვით, თურქეთში საგრძნობლად გაიზარდა უპილოტო საფრენი აპარატების და პილოტების რაოდენობა. ამავე სტატიით, 2019 წლის ბოლოსთვის, უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა გაიზარდა 34.150 ცალამდე, ხოლო პილოტის ლიცენზიის მქონე პირთა რიცხვი 52,120-მდე


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #პრესის , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები