თურქული პრესა 26.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1366677
თურქული პრესა 26.02.2020

                                               

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ბაქოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა, თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზედაც ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას შეეხო და თქვა, რომ  2019 წელს თუ დაახლოებით 4,5 ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავზე,  ამ მოცულობის 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდას აპირებენ

Yeni Şafak-ი, იტალიის კუნძულ სიცილიის მიდამოებში დაწყებულ ნატოს, “Dynamic Manta 2020“ სახელწოდების სამხედრო მანევრს აანალიზებს და აღნიშნავს, რომ  ეს წვრთნები ითვალისწინებს წყალქვეშა სამხედრო გემების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაუმჯობესებას როგორც წყალზედ, ასევე თვით წყალქვეშაც. ამავე სტატიით, თურქეთის საზღვაო ძალები ნატოს იმ ძალებში შედის, რომელიც ყველაზე მეტ დახმარებას უწევს ალიანსის წვრთნებს და ეს კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს “დინამიკ მანტა -2020“ წვრთნებშიც.

”ანკარა აგრძელებს ტანკების და ჰაუბიცების გადასროლას იდლიბში”, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჯავშანტექნიკის გადასროლა ჯერ სირიის საზღვარზე მდებარე სამხედრო ნაწილებში და შემდეგ აქედან სირიაში, უწყვეტლივ გრძელდება. მის ფარგლებში გუშინაც, თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სამხედრო ნაწილებიდან, დაახლოებით 20 ჰაუბიცისგან და 10 ტანკისგან შემდგარი სამხედრო კოლონა ჯერ თურქეთის საზღვარზე მივიდა, შემდეგ კი აქედან სირიაში შევიდა და იდლიბისკენ აიღო გეზი, სადაც ისინი თურქულ სადამკვირვებლო პუნქტების გარშემო განლაგდებიან

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზთან, რომლის თქმითაც, თურქეთი, მსოფლიო ბორის რეზერვების 70%-ს ფლობს, რომელიც თავის მხრივ დიდი რაოდენობით შეიცავს ლითიუმს. ”ელექტრული მანქანების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ბატარეა შეადგენს. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე  ლითიუმის ბატარეები. ჩვენ, ლითიუმს ბორისგან გამოვყოფთ და ისე გამოვიყენებთ მრეწველობაში,” ხაზგასმით განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ მიზნით აპირებენ ერთი საპილოტე საწარმოს შექმნას, სადაც მოხდება ლითიუმის ბატარეების დამზადება

Haber Türk-ი თურქეთის ავიახაზების განცხადებას ანთავსებს, რომელიც ეხება კორონავირუსის გავრცელების გამო, მათი თვითმფრინავების რეისებს ჩინეთში და ირანში. უწყებიდან გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, თურქეთის საჰაერო ფლოტმა  ჩინეთში  ფრენები 29 თებერვლამდე შეაჩერა, ხოლო ირანში კი, ყველა მიმართულებით ფრენები გაუქმებულია 10 მარტამდე



მსგავსი ინფორმაციები