თურქული პრესა 21.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1363789
თურქული პრესა 21.02.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიაში. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანი შეეხო გერმანიის ქალაქ ჰანაუში ორ კაფეზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ბერი ადამიანი ემსხვერპლა და  მათ შორის თურქებიცდა დასძინა: "ყველა ჩვენი სათანადო ორგანო თვალყურს ადევნებს პროცესს. მე მჯერა, რომ გერმანიის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რათა გამოძიებული იქნას მომხდარი".

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ნატო) გაავრცელა თურქეთის მიერ ალიანსში შეტანილი წვლილის აღმწერი კლიპი. NATO-ს ოფიციალური Twitter -ის ანგარიშით გავრცელებულ კლიპში საბრძოლო რეაქტიული თვითმფრინავის პილოტი ესრა ოზათაი საუბრობს იმ წვლილზე, რომელიც თურქეთმა ალიანსში შეიტანა.

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ინფლაციაში, გაცვლით კურსსა და პროცენტში ისეთი გაუმჯობესება მოხდა, რომლის შეძლებაც წარმოუდგენელი იყო - წერს გაზეთი „ვათანი“. გუშინ გაზიანთეფში ალბაირაქმა ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა და დასძინა, რომ მათ ეკონომიკაში ყველა ორგანიზაციასთან ძლიერი კოორდინაციით და საქმიანი სამყაროს მხარდაჭერით კრიზისს მოყვარულებს იმედი გაუცურეს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ანტალია, რომელსაც შარშან რუსეთიდან 5,5 მილიონი, გერმანიიდან 2 მილიონ 600 ათასი ტურისტი სტუმრობდა, მიზნად ისახავს წინაწარი დაჯავშნებით წლევანდელი წილის გაზრდას ორ მთავარ ბაზარზე. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების გაერთიანების პრეზიდენტმა ერქან იაღჯიმ განაცხადა: ”გასული წლის იანვარში რუსეთიდან 37 ათას 314, გერმანიიდან 29 ათასი 607 ადამიანი ჩამოვიდა. წელს იმავე პერიოდში ეს ციფრები რუსეთიდან 57 ატას 177-მდე, გერმანიიდან კი 40 ათას 669-მდე გაიზარდა.”

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით. ხიდის „1915 ჩანაქქალე“-ს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც საძირკველი 2017 წლის 18 მარტს ჩაეყარა და რომლის ორ მთავარ საყრდენს შორის თურქეთის რეპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მანძილი 2023 მეტრი იქნება, საზღვაო და სახმელეთო სამუშაოები ევროპულ და აზიურ მხარეს უწყვეტად გრძელდება. ხიდის სუთლუჯესა და შექერქაიას სანაპიროებზე მდებარე საყრდენებზე კოშკურის ბლოკების 56.3% დამონტაჟებულია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები