თურქული პრესა 14.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 14.02.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველი ადგილი დაიკავა „მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ლიდერების“ სიაში. გამოკითხვაში მონაწილეთა 60%-მა პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ დადებითი შეფასება გამოთქვა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, რომელიც ნატო-ს შეხვედრაზე დასასწრებად ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სირიაში იდლიბზე თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა: „(იდლიბში) ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და მისი შენარჩუნებისთვის დამატებით შენაერთებს ვაგზავნით, ტერიტორიას გავაკონტროლებთ. იდლიბში რადიკალების ჩათვლით მათ წინააღმდეგ ვინც ცეცხლის შეწყვეტას არ დაემორჩილება, ძალა იქნება გამოყენებული და ყველა სახის ზომა გატარებული.“

მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ დეკემბერში ინდუსტრიული წარმოება 8,6%-ით გაიზარდა - წერს გაზეთი „საბაჰი“. „21 თვის რეკორდს მივაღწიეთ! ორიენტირებული ვართ ამ პერფორმანსის მუდმივობაზე და წარმოების ლიდერობით ეკონომიკურ ზრდაზე. ვმუშაობთ რათა ამ წელში დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა, რეალური სექტორი გაძლიერდეს და გაიზარდოს დასაქმების დონე.“-აღნიშნა მინიტრმა ვარანკმა.  

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, სტამბოლის აეროპორტის შიდა და საერთაშორისო ტერმინალის ჩამოვლის და გამგზავრების სართულებზე საბავშვო ეტლები განთავსდა და მათი გამოყენება ნოლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი. საბავშვო ეტლების გამოყენა უფასო იქნება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ არალეგალური გზებით ქვეყნიდან გატანილ ისპარტას სიდამარას ტიპის სარკოფაგს და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2-3 ათასი წლით დათარიღებულ ურმის მსგავს მოდელს 15 თებერვალს ინგლისიდან თურქეთში ჩამოიტანენ.   


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები