თურქული პრესა 17.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 17.01.2020

    

        

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ, 2019 წლის საანგარიშო მოხსენება გააკეთა და შეეხო რა ლიბიაში თურქი ჯარების გაგზავნის პოლემიკას, თქვა, რომ თურქი სამხედროები, გაეროს მიერ ლეგიტიმურად აღიარებული მთავრობის ოფიციალური მიწვევის შედეგად გააგზავნა. "თურქეთის უსაფრთხოების ცნობიერებას რომ, იგი იწყება საზღვრების ფარგლებს გარეთ, სწორედ მის კონტექსტში აკეთებს პოლიტიკური, კომერციული, ჰუმანური, დიპლომატიური და სამხედრო ობიექტების მობილიზებას და ამასთან ერთად, ქვეყნის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების მიზნით გააგრძელებს ყველანაირი მცდელობის გამოჩენას",  განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

Sabah-ი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის მხრიდან გუშინ გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქული წარმოების ელექტრომობილების გამოშვებას 2023 წლის ბოლოდან დაიწყებენ და 2030 წლისათვის თურქეთის გზებზე ივლის 1 მილიონზე მეტი ელექტრომობილი, რომელთა ელექტრო მომარაგების მიზნით უკვე დაიწყეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება

“მიმდინარე წელს ეკონომიკურ აღმავლობას დავიწყებთ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრ ბერატ ალბაირაკს და იგი გაავრცელა სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით. “ჩვენ, ეკონომიკური წარმატების ახალ ისტორიას დავწერთ 2020 წელში, რადგან, გასული ორი წლის განმავლობაში კარგად მოვიგერიეთ ისტორიაში უდიდესი სავალუტო შეტევები და არ დავეცით. გასული წლის ბოლოსათვის კი ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მიმდინარე წელი ვგონებ მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის“, იმედიანად ხაზს უსვამს მინისტრი, აღნიშნავს ვათანი

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი, 2019 წელში საზღვარგარეთ გასული თურქი ტურისტების 9 თვიან ხარჯებს აანალიზებს და წერს, რომ იანვარ-სექტემბერს შორის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა უცხოეთში ტურისტად წასული თურქი მოქალაქეების რაოდენობა და 7,5 მილიონს მიაღწია, ხოლო მათმა დანახარჯებმა კი 3,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

Star-ი სასიხარულო ინფორმაციას აწვდის მკითხველს. მისი მიხედვით, ამ ბოლო წლებში თურქული ყვავილის ვაქცინა კიდევ უფრო განავითარეს და იგი კიბოს სამკურნალოდაც შეიძლება იქნას გამოყენებული. “მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთში შექმნილი ყვავილის ვაქცინა მოდიფიცირებულ იქნა რა, მას ამიერიდან კიბოს მკურნალობის მიზნით იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის და ამასთან, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში იმუნო თერაპიულ წამლადაც გამოიყენებენ“, ახარებს მკითხველს გაზეთი სტარი



მსგავსი ინფორმაციები