თურქული პრესა 03.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 03.12.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ვკითხულობთ: კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 იანვარს სტამბოლში პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მათივე განცხადებით, ელოდებიან და პუტინი  აქ მონაწილეობას მიიღებენ  ე.წ. “თურქული ნაკადის“ სახელწოდების მილსადენის გახსნის ცერემონიაში.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თააიფ ერდოღანმა და ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარე ფეიაზ მუსტაფა ალ-სარრაჟიმ 27 ნოემბერს, ორ ქვეყანას შორის „საზღვაო იურისდიქციების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების“  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერის შედმეგ ახალი რუკა გამოაქვეყნა, რომელიც თურქეთ-ლიბიის ზღვის კუთხიდან დაახლოებას  ასახავს.

გაზეთი „Haber Türk“-ი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს,  ნატო-ს მიმართ გავრცელებულ  განცხადებას უთმობს ადგილს და მაში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო-ს წევრი 1952 წლის 18 თებერვალს გახდა, საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობისათვის ხსენებულ ორგანიზაციაში მასზე დაკისრებულ ვალდებულებას  ყოველთვის ასრულებდა  და  ასე გააგრძელებს მომავალშიც.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ  ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ  მიმდინარე წლის მესამე კვარტალში,  თურქეთის ეკონომიკამ 0,9%-იანი ზრდა განიცადა  და მათ მიერ გატარებული ღონისძიებებით  ქვეყნის ეკონომიკა სამომავლოდაც გააგრძელებს  ზრდას. მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ახალ სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

გაზეთი „Star“-ი ნურიელ რუბინის  თურქეთის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოში ცნობილმა  ეკონომისტმა  ნურიელ რუბინიმ განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკამ გასული წლის სავალუტო კრიზისი და ფინანსური ზეწოლები წარმატებით გადალახა  რა, ექსპორტის თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი ქვეყანა გახდა. მისივე ვარაუდით, მომდევნო წელს თურქეთის ეკონომიკა 3%-იან ზრდას განიცდის.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები