თურქული პრესა 29.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1314597
თურქული პრესა 29.11.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა და ლიბიამ ხელი მოაწერეს ოფიციალურ შეთანხმებას, რომელიც მათ შორის საზღვაო იურისდიქციას განსაზღვრავს. ეს ხელშეკრულება ბოლოს მოუღებს საბერძნეთისა და კვიპროსის მხრიდან 15-წლიანი  საერთაშორისო სამართლის დარღვევის მცდელობებს. ამ მემორანდუმის თანახმად, თურქეთი და ლიბია საზღვაო მეზობლები გახდნენ, ხოლო ამის პარალელურად,  აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს ანკარა ამიერიდან უკვე კუნძულ კრეტასთან გასცემს პასუხს

“მაკრონი არის ტერორის მფარველი“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს დაეს წინადადება მან წარმოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურვილის საპასუხოდ, რომელიც მხარს უჭერს ჩრდილოეთ სირიაში ქურთული ტერორისტული  სახელმწიფოს შექმნას. მისივე თქმით, ანკარამ, ხსენებულ რეგიონში ქურთული ტერ ორგანიზაცია  YPG/PKK-ს წინააღმდეგ დაწყებული “გაზაფხულის წყაროს“ სახელწოდების სამხედრო ოპერაციით იმედი გაუცრუა მაკრონსაც და ქურთების სხვა მხარდამჭერებსაც. “საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან, იგი ტერორისტებს მფარველობს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, აღნიშნავს საბაჰი

Star-ი, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერატ ალბაირაქის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება, რომელშიც იგი ამბობს, რომ მათ ბოლო თვეებში ისეთი ეკონომიკური რეფორმები განახორციელეს და სანდო ზომები მიიღეს, რაც 2019 წელს მათ პოზიტიური ზრდით დაასრულებინებს. ამიტომაც მან უცხოელ ინვესტორებს მოუწოდათ, არ მოერიდონ კაპიტალის დაბანდებას თურქეთის ეკონომიკაში, რომელიც საიმედო პერსპექტივას იძლევა

Haber Türk-ი ინტერვიუს აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილ ინვესტიციის ექსპერტ მარკ მობიუსთან, რომელიც სტამბოლში იმყოფებოდა მსოფლიო ეკონომისტთა სამიტზე და მან ინვესტორებსაც და მომხმარებლებსაც თურქული ეროვნული ვალუტის-ლირის ყიდვა ურჩიათ. “თუ თქვენ გაქვთ თურქული ლირა და კარგ თურქულ კომპანიებთან ერთად ლირით ჩადებთ ინვესტიციებს, უფრო მეტ მოგებას მიიღებთ, ვიდრე დოლარში შენახვით”, ხაზგასმით განაცხადა მობიუსმა და მაგალითად მოიყვანა თურქული ავიახაზების, THY-ს წარმატებები

Hürriyet-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ ფიფამ თავის კუთვნილ ვებ-გვერდზე ბოლო მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგი გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის (EURO 2020) საკვალიფიკაციო ჯგუფში მიღწეული წარმატებების შედეგად  1494 ქულა მოაგროვა, რითაც სამი საფეხურით აიწია და 29-ე ადგილზე გადავიდა



მსგავსი ინფორმაციები