თურქული პრესა 26.04.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1190396
თურქული პრესა 26.04.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გუშინ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე გარას რეგიონზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ საცეცხლე წერტილებად, თავშესაფრებად, საბრძოლო მასალის საწყობად გამოყენებული სამიზნეები იქნა განადგურებული.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი გუშინ ანკარაში გაუმჯობესების კოორდინაციის საბჭოზე სიტყვით გამოვიდა და განცხადა: „თურქეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებს შორის, პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების  შემზღუდავი ბარიერების მოხსნაში „ყველაზე რეფორმატორი ქვეყანაა“ და ბოლო 17 წელიწადში 210 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციის მოზიდვა შესძლო.“

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, Siemens თურქეთის მიერ მხარდაჭერილი Darüşşafaka-ს ლიცეუმის რობოტ-კლუბის "Sultans of Türkiye"-ს მოსწავლეების მიერ დამზადებული რობოტი, რომელსაც „თენთენი“ დაარქვეს, აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონკურსში FIRST Robotics Competition სადაც 40 ქვეყნის 15 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, ფინალში „ინსპირაციული საინჟინრო ჯილდოს“ მფლობელი გახდა. "Sultans of Türkiye" კონკურსის მსოფლიო ფინალში ამ დონეზე ჯილდოს მომპოვებელი პირველი თურქული გუნდი გახდა.

TRT-ს საბავშვო არხის მულტიპლიკაციური ფილმის Rafadan Tayfa-ს გმირების თეატრალური წარმოდგენა გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართა და მან დიდი დაინტერესება გამოიწვია - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და მონათესავეა თემების სამმართველოს მიერ ორგანიზებული წარმოდგენა რელიგიურ საქმეთა თურქულ ისლამური კავშირის მთავარ ცენტრში ჩატარდა. უფასო თეატრალური წარმოდგენა თავდაპირველად ორ სეანსად იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო 4 სეანსი ჩატარდა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, სტამბოლში სტუმრად მყოფი უკრაინელი მხატვრების სტამბოლის Artist Residency-ს ფარგლებში შესრულებული ნამუშევრები დამთვალიერებლებს წარუდგინეს. მხატვრებმა სერგეი სავჩენკომ, ლილია სტუდნიცკამ, დენის სტრუკიმ, იური კოვალიმ, ანდრეი როიკიმ, ოლგა ზარემბამ და იური სავტერმა სხვადასხვა ტექნიკებით იმუშავეს. სტამბოლის Artist Residency-ი თურქეთში უკრაინელის ხელოვანების მიერ დაწყებულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანების მონაწილეობის უზრუნველყოფა იგეგმება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები