თურქული პრესა 09.04.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1179751
თურქული პრესა 09.04.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი მოსკოვში უმაღლესი რანგის მერვე თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ. „ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში მათი მიზანია 100 მილიარდ დოლარამდე მიღწევა. პუტინის თქმით, კი მათ დღის წესრიგში სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან ერთად S-400 სისტემების თურქეთისათვის გადაცემის დასრულება დგას.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლზე სამხედრო ოპერაციის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „დაძაბულობის სწრაფად შემცირების და სიმშვიდის დასამყარებლად აუცილებელია საღი აზრის შენარჩუნება. გაეროს გენერალური მდივნის და გაეროს ლიბიის სპეციალური წარმომადგენლის ქვეყანაში დაძაბულობის შემცირების მცდელობებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი და მნიშვნელობას ანიჭებს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ამ საკითხში ერთობლივი პოზიციისა და სიმტკიცის გამოხატვას.“

გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ კაბადოკიაში წლის პირველ კვარტალში ჩასული ტურისტების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 440 ათას 686-ს მიაღწია. კაბადოკიას, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქეთის ეკო, ისტორიულ და კულტურულ ტურიზმში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლებთან შედარებით ტურისტებმა უფრო მეტად მიანიჭეს უპირატესობა.

შანლიურფაში, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შესული გობექლითეფეს მიმართ, წარმოებული გაცნობითი სამუშაოების შედეგად ჩინელების დაინტერესება იზრდება - წერს გაზეთი „საბაჰი“. რეგიონის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს დირექტორის აიდინ ასლანის განცხადებით, ამჟამად ჩინეთის ორი უდიდესი სატელევიზიო არხი ისტორიულ ადგილზე გადაღებებს ახორციელებს. მისივე თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ 2019-ის „გობექლითეფეს“ წლად გამოცხადების შემდეგ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულება ისტორიული ადგილის პრეზენტაციას სერიოზულ მხარდაჭერას უწევს.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, კატარში სამშენებლო სექტორისათვის გასამართი სამშენებლო ტექნოლოგიების, სამშენებლო მასალების, აღჭურვილობისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კომერციული გამოფენა (Project Qatar) თურქული ფირმების მონაწილეობით ჩატარდება. 29 აპრილიდან 1 მაისამდე გასამართ გამოფენაზე თურქეთი სამი ექსპორტიორთა კავშირით იქნება წარმოდგენილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები