თურქული პრესა 29/03/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1172932
თურქული პრესა 29/03/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, ანკარაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ გოლანის მაღლობები 1967 წელს, გაეროს მიერ სირიის ტერიტორიებად არის აღიარებული და ასე უნდა დარჩეს. ერდოღანის ახალგაზრდებთან შეხვედრის პროგრამა სოციალურ ქსელ, Twitter-ის, Facebook-ის და  Instagram-ის მეშვეობით პირდაპირ გაშუქდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ ქალაქ დენიზლის მახლობლად მდებარე ანტიკურ ქალაქ, ლაოდიკიაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ჩ.წ.-ის  113 წელს დამზადებული რომის იმპერატორის,  ტრაიანე-ს ძეგლი აღმოაჩინეს.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ანტარქტიდაზე თურქი მეცნიერ-მკვლევარების მიერ, რომლებსაც კვლევითი ბანაკი  ჰორშესოვის კუნძულზე აქვთ განლაგებული, დაკვირვებები, ეროვნული წარმოების სატელიტ,  RASAT-ის მხრიდან მიმდინარეობს.  

გაზეთი „Vatan“-ის მიხედვით, თურქეთში უპილოტო საფრენი აპარატების დაბალი ხარჯებით მწარმოებელი კომპანია, Baykar-ი ახლა უკვე მოიერიშე, Akıncı-ის სახელწოდების  უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას იწყებს რა, მისი  საცდელი  ფრენები  მიმდინარე წლის  აგვისტოს თვეში დაიწყება.  

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ 6 აპრილიდან სტამბოლის აეროპორტი, რომელიც ასევე თურქეთის ავიახაზების (THY)  ახალ ცენტრად გადაიქცევა, აეროპორტში საზღვარგარეთის მგზავრებისთვის სპეციალური ლოჟა  განთავსდება, რომელშიც მგზავრებს თურქული ჩაის დაგემოვნება შეეძლებათ. თურქეთის ავიახაზები, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქალაქში  ახორციელებს ფრენებს, ამით,  თურქული ჩაის მსოფლიო პოპულარიზაცია იგეგმება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები