თურქული პრესა 29/01/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1134840
თურქული პრესა 29/01/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით რომელშიც ცენტრალური ბანკის რეზერვების გაზრდაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2018 წლის დეკემბერში წინა თვის მიხედვით 2,2%-ით გაიზარდა  და 93 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„უცხოელები ყველაზე მეტ ბინებს სამსუნში და ანკარაში ყიდულობენ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: 2018 წელში თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბინების შეძენა წინა წელთან შედარებით 78,30%-ით გაიზარდა. 2018 წელს უცხოელებზე  ყველაზე მეტი ბინები შავიზღვისპირეთის ქალაქ,  სამსუნში გაიყიდა. მას ანკარა და იალოვა მოჰყვა.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ვიცეპრეზიდენტ ფუათ ოქთაის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ განაცხადა, რომ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ჰიბრიდული ავტომობილების წარმოების გაზრდის მიზნით   ახალი წახალისების ნორმები გაზარდონ.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთიდან 2018  წლის  სექტემბრიდან,  ნოემბრის თვის  ჩათვლით 22  ქვეყანაში 9 მილიონ 477 ათასი დოლარის ღირებულების  ქაფშიას (ხამსა) ექსპორტი განხორციელდა.  თურქეთიდან ყველაზე მეტი ქაფშიას ექსპორტი საფრანგეთში, ბელგიაში, აშშ-ში, იტალიაში, გერმანიაში  და სხვა მრავალ ქვეყანაში ხორციელდება.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ 2018 წელს ხმელთაშა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ, მუღლადათჩას რაიონში პირველად გამართული „ნუშის ყვავილის ფესტივალი“, რომელიც   მიმდინარე წელსაც 8-10 თებერვალს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გამოფენები გაიმართება. გასული წლის ფესტივალს თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან ათასობით სტუმარი ეწვია. წელს ამ რიცხვის გაზრდას ელიან.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები