თურქული პრესა 24.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1132194
თურქული პრესა 24.01.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჯაჰით თურანმა განაცხადა, რომ „სულეიმანიეში ფრენების აკრძალვა 25 იანვარს გაუქმდება და სტამბოლი-სულეიმანიეს ხაზზე კვირაში 7 რეისი შესრულდება. სულეიმანიესა და ერბილში ფრენები 25 სექტემბერს ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობაში ჩატარებული დამოუკიდებლობის საკამათო რეფერენდუმის შემდეგ შეჩერდა. ერბილში ფრენები გასული წლის მარტის თვეში განახლდა.  

გაზეთი „ვათანის“ ცნობით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთი მის რეგიონში ერთადერთი სტაბილური ქვეყანაა. ალბაირაქი გუშინ შვეიცარიის დაბა დავოსში ჩატარებულ 49-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „განვითარებადი ბაზრების ხედვის“ სახელწოდების სხდომას დაესწრო. აქ ალბაირაქმა შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული პრობლემებისა, თურქეთის ეკონომიკა კვლავაც იზრდება და მისი საძირკველი მყარია.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია დოჰაში თურქეთის ელჩის ფიქრეთ ოზერის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ექსპორტი კატარში 2018 წელში წინა წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 19 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2019 წელში კი 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

თურქეთის ფეხსაცმლის და ჩანტების წარმოების სექტორის წარმომადგენლებმა იტალიის ქალაქ რივა დელ გარდაში გამართულ გამოფენა Expo Riva Schuh-ში მიიღეს მონაწილეობა - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ეგეოსის ტყავის და ტყავის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ერქან ზანდარის განცხადებით, გამოფენას უმთავრესად ევროპელი ბითუმად მოვაჭრეები და დიდი მაღაზიების მფლობელები სტუმრობენ და ევროპის ქვეყნების თაოსნობით წლიურად 300 მილიონი წყვილი ფეხსაცმლის ექსპორტის განხორციელებით 1 მილიარდი დოლარის მიღებას ისახავენ მიზნად.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ქალაქ გაზიანთეფის სიმბოლო „ზეუგმას მოზაიკის მუზეუმი“ გასულ წელში 266 ათას 560-მა ადამიანმა დაათვალიერა. განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს „ბოშა გოგონას“ მოზაიკის ფრაგმენტის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანით მუზეუმში მოზაიკის რაოდენობა გაიზრდა და წელს უფრო მეტ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს ელოდებიან.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები