თურქული პრესა 18/01/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1128284
თურქული პრესა 18/01/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) და თურქეთ-ამერიკის ბიზნეს საბჭოს (TAİK)  პრეზიდენტმა, მეჰმეთ ალი იალჩინდაღმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ლიდერმა ორივე ქვეყნის ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებებისადმი კმაყოფილება გამოთქვეს.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ბუფერული ზონის ჩამოყალიბების საკითხმა სირიელებს ერთგვარი იმედი გაუჩინა“ და მასში ვკითხულობთ: სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოსაყალიბებელი ბუფერული ზონის საკითხმა ქვეყნიდან  იძულებით მიგრაციაში წამსვლელ სირიელებს,  სამშობლოში დაბრუნების  ერთგვარი იმედი გაუჩინა.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა (TOBB) გაერთიანების თავჯდომარე, რიფათ ჰისარჯიქლიოღლუმ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა ეროვნული შემოსავალით სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთში ავტომობილების ექსპორტში პირველ ადგილზე მყოფ ქალაქებიდან საქარიაში, ქოჯაელში და ბურსაში გასულ წელს, საათში 177 ავტომობილი დამზადდა, რომელთაგან 150  ექსპორტში გავიდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ კატარის პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა,  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოულუ მიიღო. შეხვედრაზე 2022 წელს კატარში ჩასატარებელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული. ამის ფარგლებში კატარი თურქეთში სპეციალურ დელეგაციას გამოგზავნის, რომლებიც, თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული მატჩების დროს თურქი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს შეისწავლიან.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები