თურქული პრესა 15.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1125847
თურქული პრესა 15.01.2019

                                         

     

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, წუხელ, თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპს შორის  სატელეფონო საუბარი შესდგა და ძირითადად სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს. საუბრის დროს ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან და ამ საკითხში თურქეთი ამერიკას, როგორც ნატოს წევრი- მოკავშირე ქვეყანა,  ყოველგვარ დახმარებას გაუწევს. ამავე საუბრის დროს ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს ქურთებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, არამედ, თურქეთის მიზანი ტერ ორგანიზაციებიდან დაეში-ს, პკკ-ს და მისი სირიული განშტოებების წინააღმდეგ ბრძოლაა. ლიდერები ბოლოს ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ, აღნიშნავს სტარი

Yeni Şafak-ი კი პრეზდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ ქალინის მწვავე რეაქციას უთმობს ადგილს, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის მიმართ გამოთქმულ სიტყვებზე  გამოხატა. “ქურთების, აშშ-ს ტერორისტების სიაში შესული PKK-სა და მისი სირიის განშტოება PYD/YPG-სთან გათანაბრება ფატალური შეცდომაა. თურქეთი ებრძვის ტერორისტებს და არა ქურთებს. ჩვენ დავიცავთ ქურთებსა და სხვა სირიელებს ტერორისტული საფრთხისგან. ტერორისტები თქვენი პარტნიორები და მოკავშირეები ვერ იქნებიან. თურქეთი ელოდება რომ აშშ-ი სტრატეგიული პარტნიორობის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს და ამას ჩრდილს არ მიაყენებს ტერორისტების პროპაგანდა“, წერს ქალინი

Sabah-იც ეხება ტრამპის მხრიდან თურქეთის მისამართით დაწერილ მუქარის მესიჯს, რომელშიც იგი ეკონომიკური განადგურებით აშინებს ანკარას და წერს, რომ მას მკაცრი პასუხი გასცა ჩავუშოღლუმაც. „სტრატეგიული პარტნიორები ერთიმეორეს სოციალური ქსელებით არ ესაუბრებიან. ჩვენ საკონტაქტო არხები ყოველთვის ღია გვაქვს. რეგიონში ქურთების ყველაზე დიდი მეგობარი თურქეთი გახლავთ. ქურთების ტერორისტებთან გაიგივება, მათ ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს. რაც შეეხება სირიაში ბუფერული ზონის შექმნის ინიციატივას, ეს ტრამპს კი არა ერდოღანს ეკუთვნის“, ხაზს უსვამს ჩავუშოღლუ, წერს საბაჰი

“ატმის ექსპორტშიც რეკორდი დამყარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ის ეკონომიკის გვერდზე და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ექსპორტიორთა გაერთიანების მონაცემებით, ატმის ექსპორტი 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 43,7%-ით გაიზარდა და 130 ათას ტონამდე ავიდა. ამავე მონაცემებით, თურქული ატამი მსოფლიოს 65 ქვეყანაში იგზავნება და აქედან ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში, რუმინეთში და სირიაში ხდება  



მსგავსი ინფორმაციები