თურქული პრესა 02.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1117590
თურქული პრესა 02.01.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ექსპორტის დეპარტამენტი ზეგ გამოაქვეყნებს 2018 წლის საექსპორტო შედეგებს და ამ სფეროში ყველა დროის რეკორდს, კონკრეტულად კი 165 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ელიან, რადგან 11 თვის შედეგმა 154 მილიარდს გადააჭარბა. “ქვეყნის ექსპორტში რეკორდი 2014 წელს დამყარდა, როცა წლიურმა ექსპორტმა 157,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2019 წელში მის 182 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მომდევნო წელს კი ექსპორტიორები ამ ციფრის 200 მილიარდ დოლარამდე  გაზრდას გეგმავენ“, წერს სტარი

Hürriyet-ი ინტერვიუს აქვეყნებს ტურისტული რესტორნების ინვესტორთა და ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე ქაია დემირერთან, რომლის განცხადებითაც ამ სფეროში აქამდე არსებულ 30 მილიონი დოლარის გაცნობისა და პოპულარიზაციის ბიუჯეტს 5 ჯერ გაზრდიან. “საზღვარგარეთ მოქმედი კვალიფიციური და ლუქსი თურქული რესტორნების რაოდენობას გავზრდით და ამით ხელს შევუწყობთ თურქული გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასაც“, ხაზგასმით განაცხადა დემირერმა, აღნიშნავს ჰურრიეთი      

“ანტალიაში ყველა დროის რეკორდი დამყარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: 2018 წელში თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიას 13,6 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 31%-ით მეტია და ამით ყველა დროის რეკორდი დამყარდა. ყველაზე მეტი, 4,8 მილიონი უცხოელი ანტალიას რუსეთიდან ეწვია და ამით პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მეორე ადგილზე კი გერმანელები გავიდნენ

Sabah-ი კულტურისა და დასვენების გვერდზე იტყობინება, რომ

არც თუ ისე დიდი ხნის წინა გაიხსნა ქალაქ ბურსაში ფატიჰის მუზეუმი სახელწოდებით “1326 პანორამა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ მოკლე დროის განმავლობაში ეს მუზეუმი დაათვალიერა 110 ათასმა ვიზიტორმა მსოფლიოს 45 ქვეყნიდან. ამ მუზეუმში, თურქების მხრიდან ქალაქ ბურსის 1326 წელში აღებას, სამ განზომილებაში აჩვენებენ. ეს ახალი მუზეუმი არის მსოფლიოს ყველაზე უდიდესი პანორამული მუზეუმი, რომელიც ეკოლოგიური არქიტექტურის კონცეფციით არის აშენებული და მისი გუმბათის სიმაღლე 42 მეტრს აღემატება  

Haber Türk-ის სპორტული მიმომხილველი იუწყება, რომ უეფას კორესპონდენტებმა 2019 წლის იმედის მომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნეს და ამ 50 კაციან სიაში 2 თურქი ფეხბურთელი, 18 წლის გალათასარაელი ოზან ქაბაქი და 20 წლის ალანიასპორელი მერიჰ დემირალიც შევიდნენ   



მსგავსი ინფორმაციები