თურქული პრესა 02.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

902107
თურქული პრესა 02.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ანკარაში აფრინის ოპერაციის შესახებ განცხადებები გააკეთა და დასძინა: „ოპერაცია საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. დასავლეთი უკვე ჩვენ გვამართლებს. ოპერაცია ბოლო მდე გაგრძელდება. PKK/YPG-ს სამიზნე თურქეთია.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ვატიკანში 4-5 თებერვალს გასამართი ოფიციალური ვიზიტის დრის რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება. იგი ასევე შეხვედრას გამართავს რომში იტალიის პრეზიდენტ სერგიო მატარელასთან. ერდოღანის ვიზიტი 59 წლის პაუზის შემდეგ თურქეთიდან ვატიკანში პრეზიდენტის დონეზე ჩატარებული მეორე ვიზიტი იქნება.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ანკარაში პრესის წარმომადგენლებთან გაკეთებულ განცხადებაში (ტერორისტ მიჰრაჩ ურალის სოჭის კონგრესის მონაწილეებს შორის გამოჩენასთან დაკავშირებით) აღნიშნა: „ჩვენთვის გადმოცემულ სიებში ამ ტერორისტის სახელი არ იყო. ამ საკითხზე ჩვენი უკმაყოფილება რუსეთს გადავეცით. ამ საკითხით პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია დაინტერესებული. რუსეთი სათანადო სამუშაოებს ჩაატარებს და პასუხს შეგვატყობინებს.“ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ადგილობრივი წარმოების დაბალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა HİSAR-A-ს ტესტირებული რაკეტის გასროლა თავდაცვის მინისტრის ნურეთინ ჯანიქლის მონაწილეობით ROKETSAN-მა და ASELSAN-მა აქსარაიში წარმატებით ჩაატარეს.

და ბოლოს, გაზეთი „ინეი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთმა, რომელზეც მსოფლიოში თხილის წარმოების 75% და ექსპორტის 70% მოდის, 2017-2018 წლების საექსპორტო სეზონზე 5 თვეში 150 ათას 473 ტონა თხილის შიგთავსის ექსპორტი განახორციელა. თხილის პროდუქციისა და ექსპორტიორთა გაერთიანებაში გაკეთებული განცხადების თანახმად, ექსპორტზე გატანილი თხილის სანაცვლოდ მიღებულმა შემოსავალმა 958 მილიონ 260 ათას 171 დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #თურქული , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები