25.12.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

875165
25.12.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ვათან”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის სუდანის ვიზიტზე და იქ გავრცელებულ მესიჯზე, რომელშიც ნათქვამია:- „იერუსალიმი გადაიქცა კაცობრიობის საკითხად, მინდა ვთქვა, რომ იერუსალიმშია თურქეთის საელჩო. ჩვენი გადადგმული საერთო ნაბიჯით და 128 ქვეყნის მხარდაჭერით როცა აშშ-ი აღმოჩნდა ცხრა სახელმწიფოსთან, რეალური გახდა ერთი რამ. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოთ, ძლიერია სამართალი და აქაც სამართალმა გაიმარჯვა“.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყუარადღებას ამახვილებს პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის მოხსენებაზე, რომელიც გააკეთა აღორძინება განვითარების პარტიის ადიამანის პროვინციული კონგრესზე. პრემიერის განცხადებით, გოლბაში-ადიამან-კაჰტას შორის გააშენებენ სწრაფმავალ სარკინიგზო მაგისტრალს. უკვე მოხდა პროექტის ტენდერის და ტერიტორიის მომცველი პროცესის დაწყება.  

გაზეთი „საბაჰ“- წერს, რომ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგმა „Standart & Poors”-მა “BBB“-ის საინვესტიციო კლასის დონეზე, განაახლა თურქ ტელეკომის  საკრედიტო ქულა და მიანიშნა, რომ ფიქსირებულ ხაზის ბაზარზე თურქ ტელეკომს  გააჩნია ძლიერი ხელმძღვანელობის პოზიციაა, ფართო ქსელური ინფრასტრუქტურა, კარგი ზრდის პოტენციალი და ძლიერი მომგებიანობა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ი იტყობინება, რომ თურქმა ინჟინრებმა შესძლეს სამსუნში, გერმანიის მონოპოლიის მქონე და 850 ევროდ შესყიდული ტრამვაების სიჩქარის სენსორის განვითარება. სენსორი დაჯდა 750 ლირად.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, DasDas-ი, რომელმაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი თეატრის ტექსტების ინსცენირება მოაწყო, ახალ წელს კიდევ მოაწერს ხელს ერთ საერთაშორისო პროდუქციას. მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს თეატრებში წარმოდგენილი აისხილოსის ავტორობით 2.500 წლის წინ დაწერილი ერთ-ერთი უძველესი სპექტაკლი „გადამწვარნი“ (Yakaranla) წარედგინება თურქ თეატრის მოყვარულებს. თურქულად პირველად თარგმნილ სპექტაკლში მონაწილეობენ 6 პროფესიონალის, 44 სხვადასხვა ჯგუფის და თეატრის მოყვარულების ჩათვლით 50 კაციანი დასი, ასევე სირიელი მუსიკოსები და მსახიობები.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხივა , #მოკლე

მსგავსი ინფორმაციები