თურქული პრესა 09.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

626974
თურქული პრესა 09.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მოწოდებით დოლარსა და ევროში დანაზოგი მოსახლეობამ თურქულ ლირაში გადაცვალა და მათ შორის არიან საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებიც. საფრანგეთიდან 300 კაციანი ჯგუფი თვის ბოლოს თურქეთში ჩამოვა და უცხოურ ვალუტას გადაახურდავებს. რამდენიმე დღეა უცხოეთში მცხოვრები თურქები თურქეთში ჩამოდიან და დანაზოგს თურქულ ლირაში ცვლიან. ამ კამპანიას მხარს სხვადასხვა ორგანიზაციები და საქმოსნები უჭერენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს ასევე თურქეთის მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციაც.  

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ლონდონისა და ვაშინგტონის შემდეგ ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შესახებ მოსაუბრე Sabah-ისა და Daily Sabah-ის კორესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ევროპის პოზიცია იმედგაცრუებაა და ევროკავშირი ტერორგანიზაციების დაცვას თუ გააგრძელებს საბოლოოდ თავად წააგებს. მათივე თქმით ამ სტრუქტურას, რომელსაც მართავს საკუთარი თავის მესიად მიმჩნევი პირი და მისი წევრები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს შეუძლია ტროას ცხენის როლი შეასრულოს. მათ ასევე განაცხადეს „გადატრიალების მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, ისევე როგორც ეგვიპტეში სისის გაუკეთეს, თურქეთის დამკავებელ FETÖ-სთან დაიწყებდნენ საუბარს. ეს დიდი იმედგაცრუებაა. ამავდროულად ევროკავშირის დიდი სირცხვილი.“

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ერაყის კანდილის რეგიონში დაბუდებული PKK-ს ტერორისტების  „გოქთურქის“ თანამგზავრის გამო გამოწვეული პანიკა მათი გადამცემებით საუბრის დროს გამომჟღავნდა. გადამცემით საუბრის დროს ტერორისტებმა შემდეგი წინადადება გამოიყენეს: „უპილოტო ფრთებმა (უპილოტო საფრენი აპარატები) ყველა ჩიტივით მოგინადირათ. ახლა კი ის გატყორცნილი თანამგზავრი „გოქთურქ 1“. ყველას რთული დღეები გველოდება.“ ტერორისტების საუბარში ნათქვამი იყო რომ ბოლო ერთ წელიწადში იმაზე მეტი ტერორისტი დაკარგეს, ვიდრე ბოლო 10 წელიწადში.

სამრეწველო ინდექსი ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. სამრეწველო წარმოება წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. მრეწველობის ქვედა სექტორებიდან ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით სამთო და სამტეხლო სექტორის ინდექსი 0.6%-ით, წარმოების მრეწველობის სექტორის ინდექსი 4,1%-ით და ელექტრო ენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიციონერების წარმოების და განაწილების სექტორის ინდექსი 2,9% გაზიარდა. მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფარუქ ოზლუმ განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალი მესამე კვარტალთან შედარებით ყველა კუთხით  უკეთესი იქნება და ამის მაჩვენებლები უკვე მოვიდა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ლიტერატურის დარგში ნეჯიპ ფაზილის სახელობის ჯილდოების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მონაწილეობით 10 დეკემბერს ჰალიჩის კონგრეს ცენტრში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონია პირდაპირი ეთერით გადაიცემა. წელს ნეჯიპ ფაზილის სახელობის ჯილდო განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცემა მუსტაფა ქუთლუს. მოთხრობებისა და რომანის კატეგორიაში ჯიჰან აქთაში, პოეზიიის კატეგორიაში კი ებუბექირ ეროღლუ დაჯილდოვდებიან. ყოველწლიური ნაჯიბ ფაზილის ჯილდოს მიზანი ფაზილის კულტურული და სულიერო მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი იდეების მომავლი თაობებისათვის გადაცემაა.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები