თურქული პრესა 02.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

563906
თურქული პრესა 02.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ახალი სასამრთლო წლის გახსნაში. ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთმა, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს და მის შემდგომ ყველა მტერი, განსაკუთრებით ჩასაფრებულნი დაინახა და გაიცნო. ერდოღანის განცხადებით, 15 ივლისის ღამეს თურქმა ერმა თავისი მოქმედებით მათი პასუხისმგელობა კიდევ უფრო გაზარდა და დაამატა, რომ 15 ივლისის შემდეგ უფრო დამძიმებულ პასუხისმგებლობას  საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ყველა ერთად შეასრულებენ.   

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი გადატრიალების მცდელობიდან 45 დღის შემდეგ ჩამოვიდა თურქეთში და ევროკავშირის პოზიციის გამო ბოდიში მოიხადა. შულცმა პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც უაღრესად საზიზღარი ტერორის წინაშე აღმოჩნდა. 15 ივლისს მთელს ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმა ვნახეთ. არჩეული პრეზიდენტის მიმართვას მოსახლეობამ დაუჯერა. მოვისმინე 15 ივლისის შემდგომ ევროკავშირის არასაკმარისი მხარდაჭერის თაობაზე კრიტიკა, სათანადო რეაქცია ვერ გამოვხატეთ. მოგვეცა შანსი გაგვეცნო საკითხები, რომლებიც არ ვიცოდით.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ექსპორტი აგვისტოში 6,9 %-ით გაიზარდა და 11.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდაში ყველაზე მეტი წვლილი 1.6 მილიარდი დოლარი საავტომობილო სექტორმა შეიტანა. ავტომობილების ექსპორტი აგვისტოში 23,7%-ით გაიზარდა. საავტომობილო სექტორის ექსპორტმა 1 მილიარდ 680 მილიონ დოლარს მიაღწია, მას 1 მილიარდ 612 მილიონი დოლარით მზა ტანსაცმლის და საკონფექციო მრეწველობის სექტორი, 1 მილიარდ 207 მილიონი დოლარით კი ქიმიური მრეწველობა მოჰყვება.    

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ანტალიაში თურქეთ-რუსეთის მედია ფორუმზე საქმიანი სამყაროს წარმომადგენლები, ტურიზმის სექტორის ლიდერები და ტურიზმის სამინისტროს უფლებამოსილები რუსულ მედიას შეხვდნენ. კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს პრეზენტაციების სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა ირფან ონალმა განაცხადა, რომ თურქულ ტურიზმს მზისა და ზღვის გარდა კულტურა და ანატოლიის ქალაქები, ჯანდაცვა, ვაჭრობა დაემატება და პრეზენტაცია ამის მიხედვით მოხდება.  

და ბოლოს „სტარი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზებმა რუმინეთში ბუქარესტისა და კოსტენჯეს შემდეგ მესამე და მთლიანობაში 291-ე მიმართულებით ფრენები კლუჟში დაიწყო. რუმინეთის მნიშვნელოვან აკადემიურ, კულტურულ და ინდუსტრიულ ცენტრ ქალაქ კლუჟის მიმართულებით თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან აფრინდა. ფრენები კვირაში ოთხჯერ, ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ორმხრივად შესრულდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები