ვარშავაში ერდოღან-პოროშენკოს შეხვედრა გაიმართა

განიხილეს ორმხრივი ურტიერთობები

525779
ვარშავაში ერდოღან-პოროშენკოს შეხვედრა გაიმართა

ნატოს სამიტის ეგიდით ვარშავაში მყოფ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს პირველი პირისპირი შეხვედრა აქ თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან ჰქონდა.

ეს შეხვედრა სასტუმრო რეგენტში, დახურულ კარს მიღმა წარიმართა და 1 საათი გასტანა რა, მის დასრულების შემდეგ მხარეებს პრესისათვის რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციებით ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, ერდოღანის პრეს წარმოადგენელმა იბრაჰიმ კალინმა და საიდუმლო სამსახურის უფროსმა ჰაქან ფიდანმა  



მსგავსი ინფორმაციები