თურქული პრესა- 20 მაისი 2016 წელი

თურქული პრესის მიმოხილვა

494359
თურქული პრესა- 20 მაისი 2016 წელი

მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, აღორძინება-განვითარების პარტიამ, გენერალური თავჯდომარის და პრემიერის კანდიდატად წარადგინა, 1994 წლიდან პრეზიდენტ ერდოღანთან მხარდამხარ მომუშავე, ბინალი ილდირიმი.  

ბინალი ილდირიმმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქეთის აღორძინების ბრენდი მარკების პროექტში, თავის მოხსენებაში კონკრეტული მესიჯები გაავრცელა და აღნიშნა, რომ დამფუძნებელი პრეზიდენტის, ლიდერის ჩათვლით, ყველა ეტაპის მეგობართან ერთად იმუშავებენ სრულ შესაბამისობაში.  გენერალური თავჯდომარეობის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ილდირიმმა, პირველი ვიზიტი განახორციელა დიარბექირში და თავის სიტყვაში გამოკვეთა, რომ ძმობის დარღვევას ვერავინ შესძლებს. სამშობლოს გაყოფის მოსურნეები და უდანაშაულო ადამიანების მკვლელები, მწარედ მიიღებენ სათანადო პასუხს.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, სტატიას სათაურით:-„ბიზნეს სამყაროდან სრული მხარდაჭერა ილდირიმს“.

გაზეთი წერს, რომ ბიზნეს სამყარომ მნიშვნელოვნად ჩათვალა ბინალი ილდირიმის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას  ჩატარებული სამუშაოები და გამოთქვეს რწმენა, რომ ამის შემდეგაც გაგრძელდება პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა.    

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, სტამბოლი მასპინძლობას გაუწევს გაეროს მხრიდან პირველად გამართულ მსოფლიოს ჰუმანიტარულ სამიტს. ამ მიზნით, სტამბოლში, უმაღლეს დონეზე მოხდა უსაფრთხოებითი სამუშაოების ჩატარება.

სამიტს მოემსახურება 5 ათასი პოლიციელი. მზადყოფნაში იქნებიან საპოლიციო ვერტმფრენები და ბომბის ექსპერტები, რომელთაც შეეძლებათ ბომბის გაუვნებლობა. სტუმარ სახელმწიფო პრეზიდენტებს და წარმომადგენლებს დახვდებიან ათათურქის აეროპორტში, სადაც ჩატარდა სპეციალური მზადყოფნა.

სამიტის გამო, სტამბოლის ზოგიერთ ადგილებში გადაიკეტება გზები.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, პროფ. აზიზ სანჯარმა 2015 წლის ქიმიის ნობელის პრემია და მედალი, პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის მონაწილეობით ჩატარებულ ცერემონიალზე, გადასცა ათათურქის მავზოლეუმის სარდლობას.

ერდოღანმა, სანჯარს მიულოცა ნობელის პრემია, მადლობა მოახსენა მას და აღნიშნა, რომ პრემიის მავზოლეუმში წარმოდგენა იქნება მომავალში, ნობელის პრემიების მიღებაში ახალგაზრდებისთვის გზის მაჩვენებელი. აზიზ სანჯარმა კი გამოკვეთა, რომ მედლის მავზოლეუმის სარდლობისთვის გადაცემით მადლობის მოვალეობა შეასრულა  ათათურქის, მისი თანამებრძოლების და თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელების წინაშე,  მადლობას სწირავს უფალს ამ შესაძლებლობის მიცემისთვის.  

გაზითი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ ამჟამად, თურქული ფილმები ჰოლანდიაშია. თურქული და ჰოლანდიელი კინომოყვარულების გაერთიანების მიზნით, წითელი ტიტას ფესტივალი, 27 მაისს, გაიხსნება როტერდამში.

4 ივნისამდე ნაჩვენები იქნება თურქული კინოს გამორჩეული ფილმები. წარმოდგენილ იქნება დოკუმენტური ფილმების, ფოტოსურათების, კონცერტების მსგავსი ღონისძიებები.  "ცხოვრების განმავლობაში წარმატების პრემია გადაეცა ჰულია კოჩიგითს, "წითელი ტიტას ოსტატის საპატივსაცემო პრემიაზე კი, წარდგენ'ლ იქნა რეჟისორი ოზჯან ალფერი.



მსგავსი ინფორმაციები