თურქული პრესა 12.05.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

489287
თურქული პრესა 12.05.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც გენ შტაბის უფროსმა არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა, ბალკანური ქვეყნების გენ შტაბის უფროსების მე-10-ე კონფერენციის გახსნით ცერემონიალზე, ყურადღება გაამახვილა “PYD / YPG-ს ვინაობაზე და აღნიშნა, რომ იგი არის ტერ-ორგანიზაცია PKK-ს, სირიაში არსებული გაგრძელება.  ამ ორგანიზაციების ერთმანეთთან კავშირი და თანამშრომლობა აშკარაა. ამ მდგომარეობას იზიარებს მსოფლიოს დიდი ნაწილი და საერთაშორისო  ორგანიზაციები. PKK ერთის მხრივ კლავს უდანაშაულო ადამიანებს, მეორეს მხრივ კი, ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებრიობაში ლეგიტიმურობის მოპოვებას.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, გენერალური სარდლობის სპეციალური ძალების, უკანასკნელ დღეებში, საზღვრის მიღმა ჩატარებული სამხედრო ჩარევის შემდეგ, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-მა მიმართა დანაღმვის ხერხს. კვირის აქეთ, ტერ-ორგანიზაციამ თავის კონტროლირებად რეგიონებში მოახდინა, საზღვრის მიღმა ტერიტორიების დანაღმვა.  თურქეთის შესაძლო ჩარევისთვის დაბრკოლების შესაქმნელად, დანაღმა ქილისის მოპირდაპირე 50 კმ-ის ტერიტორია. გარდა ამისა, ტერ-ორგანიზაციებს PKK-ს და სირიის გაგრძელებას DEAŞ-ს შორის გაიხსნა დამაკავშირებელი გზა. სავაჭრო დერეფანი შეიქმნა DEAŞ-ის კონტროლის ქვეშ არსებულ Azez-ესთან დაკავშირებულ სოფელ ქეფირ ნასიჰს და ტერ-ორგანიზაცია PYD-ს ოპოზიციონერებისგან ჩამორთმეულ სოფელ აჰრაზს შორის.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, ვარაუდობენ, რომ რუსეთს ერთერთი არასამთავრობო კერძო კომპანიის მეშვეობით, დაქირავებული სამხედროები ჰყავს სირიასა და უკრაინაში. გერმანული გაზეთის "Wagner"-ის და კერძო უსაფრთხოების კომპანიის დაქირავებული სამხედროები, სირიაში ესადის არმიის შემდეგ, უკრაინის ქალაქ ლუჰანსში პრორუსულ სამხედრო ძალებში მსახურობენ.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, 1-3 ივნისს შორის სტამბოლში მესამედ ჩატარდება ევრაზიის ყველაზე დიდი ფარმაცევტული ფორუმი და კონფერენცია CPhI სტამბოლი 2016. შეუერთდება 25-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი ფირმა, 40-ზე მეტი ქვეყნიდან 4.500-ზე მეტი სტუმარი. ფორუმი, პირველად ტარდება სტამბოლში. მიზნად ისახავს სამიზნე ქვეყნებში ინვესტიციების და სამუშაო შესაძლებლობების მოპოვებას და სხდომების ჩატარებას. დაინტერესებულებისთვის  ახალი ბაზრების  გახსნას და იქ გამოყენებული კანონების და სტრატეგიების გაცნობას. ამით თურქეთი მიზნად ისახავს რეგიონში  ფარმაცევტიკის წარმოების და Ar-Ge ბაზად გადაქცევას.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, თურქეთში 70 %-ი არის პატარა, ნუკლეარული ტიპის ოჯახი. თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა ოჯახების 2015 წლის მონაცემები. პირველად მოხდა ჩანაწერთა საფუძველზე ქვეყნის საყოფაცხოვრებო ტიპების განსაზღვრა. მრავალშვილიანი ოჯახებით გამორჩეულ თურქეთში, თანდათან იზრდება ოჯახის ნუკლეარული ტიპი, რომელიც შედგება დედის, მამის და ორი შვილისგან.  ერთ კაციანი ოჯახი შეადგენს მოსახლეობის 14,4 %-ს.

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები