თურქული პრესა 01.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

462602
თურქული პრესა 01.04.2016


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა პკკ-ას ტეროსიტების მხრიდან გუშინ, დიარბაქირში მორიგი ტერაქტის განხორციელების შემდეგ, რასაც კიდევ შვიდი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვაშინგტონში გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად დაგმო დასავლეთის ორმაგი სტანდარტით მიდგომა ტერორისტებისადმი. “იმის გამო, რომ PKK-ს სირიული განშტოება PYD-ე სირიაში DAEŞ-ს ებრძვის, ამის გამო დასავლეთი PYD-ს ტერორისტულად არ აღიარებს, რაც არასწორი და უსამართლო მიდგომაა, რადგან ეს უკანასკნელიც ისეთივე ტერორისტული ორგანიზაციაა, როგორიც პკკ-ა არის“, განაცხადა ერდოღანმა, წერს ვათანი

ერდოღანის დასავლურ კრიტიკას საბაჰიც აშუქებს და წერს, რომ პრეზიდენტის თქმით, ანკარას განსაკუთრებით დიდი პრეტენზია ბელგიის მიმართ აქვს, რადგან, ათეულობით წლებია რაც ამ ქვეყანას აფარებს თავს ცნობილი თურქი საქმოსნისა და ქველმოქმედის, ოზდემირ საბანჩის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი ფახრიე ერდალი და თურქეთის სასამართლო ორგანოების მხრიდან წარდგენილი მრავალი მტკიცებულებების მიუხედავად, ბრიუსელი არ ახდენს მის ექსტრადაციას.

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი ქალაქ ბურსადან იტყობინება, რომ გუშინ, ამ ქალაქში მოქმედ TOFAŞ-ის საავტომობილო ქარხანაში პირველად გამოსცადეს ამ ქარხნის დიზაინერების მიერ დაპროექტებული Doblo-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც არ ჰყავს მძღოლი და კომპიუტერული სისტემით იმართება. ამ პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყო და გუშინდელი პირველი ტესტი ამ უმძღოლო

ავტომობილმა წარმატებით გაიარა. კომპიუტერული სისტემა ავტომობილის უკანა ბაგაჟშია ჩამონტაჟებული და იგი თვით რეგულირებს სიჩქარესაც, დისტანციასაც, მუხრუჭებსაც და სხვა ყველა მოქმედებასაც, აღნიშნავს სტარის მიმომხილველი

ჰაბერთურქის მიხედვით ერდოღანის მოწოდებას ვაშინგტონში ამერიკელი და მსოფლიო ინვესტორებისადმი, რომ არ მოერიდონ თურქეთში დიდი ოდენობით კაპიტალის დაბანდებას, პირველი დადებით გამოხმაურება ამერიკიდან მოჰყვა. ამ ქვეყნის ერთ ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიის, Westinghouse Electric-ის ხელმძღვანელმა დანნი როდერიკმა განაცხადა, რომ ისინი თავიანთ ჩინელ პარტნიორთან ერთად მზად არიან თურქეთში მესამე ბირთვული სადგურის მშენებლობისათვის და ამ მიზნით 20 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ჩადებენ

“ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი მეოთხე ქვეყანა თურქეთი გახდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს იენი შაფაკი და მასში ვკითხულობთ: გასულ წელს თურქეთში ორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მის გამო ეკონომიკურ- პოლიტიკური გაურკვევლობის, ასევე გეოპოლიტიკური რისკების გაზრდის და ტერაქტების გახშირების მიუხედავად, მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 5.7%-თ, ხოლო მთლიანად 2015 წელი საშუალოდ 4%-ით გაიზარდა, რითაც დიდ ოციანის ქვეყნებს შორის ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი მეოთხე ქვეყანა თურქეთი გახდა, რადგან, თვით დიდი ოციანის ქვეყნების საერთო საშუალო ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3,2%-ით დაფიქსირდა


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები