თურქული პრესა 02.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

442858
თურქული პრესა 02.03.2016

თურქული პრესა 02.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ამ ბოლო ხანებში კიბერ უსაფრთხოების საკითხებში ახალ ახალ ინოვაციებს ნერგავს ს/ს თავდაცვის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო კომპანია STM, რომელიც ამ დღეებში კიდევ ერთ სიახლეს დანერგავს. კომპანია ანკარაში ახალი თაობის კიბერ უსაფრთხოების ისეთ ცენტრს გახსნის, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ თითზე ჩამოთვლილ ქვეყნებს გააჩნიათ და ამით ყველანაირ კიბერ საფრთხეს დროზე და სწრაფად აღკვეთენ

“მიგრანტების ექსტრადაციის პროცესი დაიწყო“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში დაიწყო მიგრანტების თურქეთისათვის დაბრუნება და გუშინ 300 კაციანი მიგრანტთა ჯგუფი, რომლებიც საბერძნეთში დააკავეს, უკან თურქეთს დაუბრუნეს. ამ ჯგუფში 150 მიგრანტი ალჟირის, მაროკოს და ტუნისის მოქალაქეებს წარმოადგენენ და საბერძნეთის მაღალჩინოსნებმა ისინი თავიანთ თურქ კოლეგებს ჩააბარეს

სტარი წერს, რომ ეგეოსის და ხმელთაშუაზღვის წყლებში არალეგალ ლტოლვილთა სიკვდილიანობის აღმოფხვრის მიზნით თურქეთის სანაპირო დაცვა აპირებს მიგრანტთა ხშირი გადასვლის მაგისტრალებზე სანაპირო დაცვის გემებით მუდმივი პოლიციის განყოფილებები გახსნას. ასე რომ, ასეთი განყოფილებები გაიხსნება ჩეშმეში, დიდიმში, ქუჩუქქუიში და ა.შ. გარდა ამისა, სხვა ადგილებში დაკავებულ არალეგალებსაც ამ განყოფილებებში მოიყვანენ და აქ მოხდება რა მათი დარეგისტრირება, შემდეგ აქედან ლტოლვილთა ბანაკებში გადაიყვანენ, აღნიშნავს სტარი

საბაჰის მიხედვით თურქმა ავტო მშენებლებმა ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე ბურსას და ადაპაზარის საავტომობილო ქარხნებში წარმოებული ფიატისა და ტოიოტას ახალი მოდელები წარადგინეს. ფიატმა ტოფაშის მიერ წარმოებული Egea-ს მოდელები წარმოადგინა, რომლებიც ევროპაში hatchback-ის და station wagon-ის სახელწოდებებით იყიდება, ხოლო ტოიოტამ კი crossover-ის ახალი კომპაქტური მოდელი C-HR, რომლის მასიური წარმოება ადაპაზარის ტოიოტას ქარხანაში მიმდინარე წელს დაიწყება

ჰურრიეთი ინტერვიუს აქვეყნებს სახელმწიფო ნავთობ კომპანია Türkiye Petrolleri-ს (TP) გენერალურ დირექტორ ბესიმ შიშმანთან, რომელიც ამბობს, რომ ამ ფირმის აქციების ხალხისათვის მიყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე 60 დოლარამდე ავა. მისივე თქმით ამ აქციების მსურველებისათვის მიყიდვის ინფრასტრუქტურა უკვე მზად აქვთ, თუმცა, მისივე თქმით ამ საკითხში ბოლო სიტყვა ისევ მთავრობას ეკუთვნის და მათი თანხმობის შემთხვევაში დაიწყებენ Türkiye Petrolleri-ს აქციების გაყიდვას


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები