თურქული პრესა 18 /2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

434999
თურქული პრესა 18 /2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც ფართო ადგილს უთმობს გუშინ, ანკარაში მომხდარ აფეთქებას. გაზეთის ცნობით, ტერორმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სისხლიანი სახე. ანკარაში, გენ შტაბის და სახმელეთო ძალების შენობების მომცველ ტერიტორიაზე, ნაღმით დატვირთული თავდასხმა განხორციელდა სამხედრო მანქანაზე.

დაიღუპა სულ ცოტა 28, დაშავდა 61 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტებმა, მკვდარი ტერორისტის სხეულის ნაწილებით და თითის ანაბეჭდით გამოავლინეს მისი ვინაობა.

ტერორისტი არის სირიელი წარმომავლობის სალიჰ ნეჯარი.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ „ტერორის იარების მოშუშება ხდება სოციალური დახმარებით“. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო მასშტაბით ამ მხრივ წარმართულ სამუშაოებზე. აღნიშნავს, რომ სილოპში, ჯიზრეში, დიარბექირსა და სურში ხდება მძიმე პირობებში მცხოვრები პირების სახლების შეკეთება, მეწარმეთა ზარალის ანაზღაურება. სოციალური დახმარებით მოხდება ტერორის იარების მოშუშებაც. ამჟამად, ამ მიზნით, სამხრეთ ანადოლიის რეგიონში ხდება ფართო მასშტაბიანი პროექტების გატარება. გათვალისწინებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის მხარდაჭერა. სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილია 247 მილიონი ლირის რესურსი.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტრო ცხოვრებაში გაატარებს პროექტს სათაურით:-„Hadi köyümüze geri dönelim“ (მოდით დავუბრუნდეთ სოფელს)“.

სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის ფარუკ ჩელიკის განცხადებით, ქალაქებიდან ხალხის სოფლებში დასაბრუნებლად, საჭიროა პირობების შექმნა. პერიფერიებში, მეცხოველეობის გაფართოების მიზნით, სურთ დაიწყონ პროექტი სათაურით:-„Hadi köyümüze geri dönelim“ (მოდით დავუბრუნდეთ სოფელს)“.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს საერთაშორისო ლიონის კინო-ფესტივალის შესახებ. აღნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ოფიციალურად შერჩეული 12 ფილმიდან გამოვლინდა ყველაზე საუკეთესო. ოლგუნ ოზდემირის ფილმის, რომლის ავტორიც და სცენარიც თვითონაა, მთავარი გმირები არიან შერაფეტინ ქაია და თურქაი თანულქუ.

ფილმის გადაღება მოხდა ქუშ ადას სოფელ ქირაზლიში. ასახავს წლეების წინ ერთსა და იმავე ქალზე შეყვარებული ორი ძმის, წარსულთან დაპირისპირებას, რომელთაგან, ერთი მწოლიარე ავადმყოფია.

გაზეთ „ჰურიეთ“-ის ცნობით დაიწყო სინათლის და ფერების შოუ.

საბანჯის მუზეუმის ახალმა გამოფენამ 'MACK'-მა თავის კარი გაუღო მნახველებს. წარმოდგენილია გერმანელი მოწინავე მოდერნისტის ჰენზ მაკის 60 წლოვანი კარიერის ნაყოფი 100-ზე მეტი ნაწარმოები.



მსგავსი ინფორმაციები