თურქული პრესის მიმოხილვა 24.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

248007
თურქული პრესის მიმოხილვა 24.04.2015

მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთით ვიწყებთ, რომელშიც დავუთოღლუს მხრიდან მშვიდობის სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ჩანაქქალეს სახმელეთო ბრძოლაში გამარჯვების 100 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში გამართულ მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და თქვა: ”როდესაც მშვიდობის სამიტი დაიგეგმა, მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებდა, მთელ მსოფლიოსთვის ერთიდაიგივე მნიშვნელობის მესიჯი გაგვეგზავნა. 100 წლის წინ შეიძლება მტკივნეული ბრძოლები მოხდა, მაგრამ 100 წლის შემდეგ მშვიდობის დასამყარებლად მზად ვართ და ჩვენი აზრით ეს დრო მოსულია”, განაცხადა დავუთოღლუმ წერს ჰურრიეთი.

იენი შაფაქი წერს, რომ თურქეთის გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიისა და სტრატეგიული კვლევების დეპარტამენტი (ATASE), 1915 წელს მომხდარი მოვლენების ისტორიულ დოკუმენტებს ასაჯაროებს. აღნიშნულ დოკუმენტებში 1915 წელს თურქეთში მცხოვრები სომხების ფრონტის ხაზიდან დაცილების და უსაფრთხო ადგილებში ტრანსპორტირების დეტალებია ასახული. ამავე დოკუმენტებში ასევე იმ თურქი მაღალჩინოსნების, რომლებიც სომხებს ცუდად ექცეოდნენ, სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლების დეტალებიც არის ასახული.


სტარი ყურადღებას ანტალიაში გამართულ თურქეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე ამახვილებს ყურადღებას და წერს: ანტალიაში გამართულ თურქეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე ორი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლობის პერსპექტივები იქნა განხილული. თურქეთის ეკონომიკის მინისტრის, ნიჰათ ზეიბექჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ჯერაც არსებული სავაჭრო ბარიერების მოხსნა ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება. რუსეთის ეკონომიური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიაკაევმა კი ორმხრივი ინვესტიციების გასაზრდელად ერთობლივი ფონდების შექმნა შესთავაზა თავის თურქ კოლეგას.

ჰაბერ თურქში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”თურქეთი ლურჯი დროშის რაოდენობით მეორე ადგილზეა”, რომელშიც წერია: 2015 წელს მსოფლიო პლაჟებისთვის გადაცემული ე.წ. ”ლურჯი დროშის” ჯილდოთი თურქეთი მეორე ადგილზე გავიდა. კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ 2014 წელში საბერძნეთს 10 დროშით ჩამორჩებოდა თურქეთი, მაგრამ 2015 წელს მას 41 დროშით გადაასწრო და მთლიანობაში 436 დროშით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პირველი ადგილი ესპანეთს დარჩა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები