თურქული პრესის მიმოხილვა 08.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

230803
თურქული პრესის მიმოხილვა 08.04.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც სამხრეთ კვიპროსის ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის მოპოვების საკითხზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის მოპოვების მიზნით საძიებო სამუშაოების დამწყებ სამხრეთ კვიპროსს ხელი მოეცარა, რადგან ვერსად ვერ მიაკვლიეს ვერც ნავთობს და ვერც ბუნებრივ აირს. ასე რომ ხელმოცარულმა სამხრეთ კვიპროსმა გადაწყვიტა ჩრდილოეთ კვიპროსთან ახლიდან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ამას ხელი შეუწყო ასევე საბერძნეთის ევროკავშირთან დაწყებულმა უთანხმოებამ ვალების საკითხში. მოკლედ კვიპროსის დაპირისპირებული მხარეები მალე განაახლებენ სამშვიდობო პროცესს, წერს იენი შაფაქი.

ვათანში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”ანტალია ობამას ელოდება” და მასში ვკითხულობთ. აშშ-ს პრეზიდენტ ობამას და გერმანიის კანცლერის მერკელის ჩათვლით მსოფლიო ლიდერები G-20 შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც ანტალიის მახლობლად მდებარე საკურორტო დაბა ბელექში უნდა გაიმართოს. შეხვედრას მსოფლიო ლიდერებთან ერთად ასევე 13 ათასი წარმომადგენელი დაესწრება. 2015 წლის მსოფლიო ლიდერთა შეხვედრა 15-16 ნოემბერს ბელექში უნდა გაიმართოს.

საბაჰი იუწყება, რომ სახელმწიფო ბანკებმა პრეზიდენტ ერდოღანის მითითებით ახალი საკრედიტო პროგრამა მოამზადეს. აღნიშნულმა ბანკებმა სამუშაო ადგილების შექმნის და განვითარების მიზნით კრედიტების გაცემის სისტემა გაამარტივეს. ეს ბანკები განსაკუთრებით ნაკლებ შემოსავლიან რეგიონებში იფუნქციონირებენ. გამარტივებული პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმოს პირველად შემქმნელთათვის ფინანსური დახმარებაც გამოიყოფა.

ჰურრიეთი წერს, რომ მეცნიერების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა ფიქრი იშიქმა განაცხადა: ”საერთაშორისო ფონდებისგან სარგებლობისათვის და ტექნოლოგიების ღირებულების გაუფასურებამდის მისი სწორად გამოყენება რომ მოხდეს, ტექნოლოგიების და კომუნიკაციის პლატფორმის (CEBİT) მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია”. იშიქმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევენ და თურქეთის მსოფლიოში გავლენიან ქვეყნების სიაში შეყვანვისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

სტარის მიხედვით მარმარას უნივერსიტეტის ვიოლინოს განყოფილების ვუნდერკინდმა მოსწავლემ, 8 წლის თურქმა ლაჩინ აქიოლმა ბელგიაში ჩატარებულ საერთაშორისო ახალგაზრდა მევიოლინეთა კონკურსზე მის კატეგორიაში მყოფი კონკურსანტები ჩამოიტოვა და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. მუსიკალურ კონკურსში გერმანიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და მსოფლიოს მრავალ ქვეყნიდან მევიოლინეები მონაწილეობდნენ, თურქეთიდან კი ლაჩინ აქიოლი იყო წარმოდგენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები