თურქული პრესის მიმოხილვა 31.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

289187
თურქული პრესის მიმოხილვა 31.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანით დავიწყებთ, რომელშიც TİKA-ს მიერ მაცხოვრის შობის ტაძრის რესტავრაციის თემაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TİKA იესო ქრისტეს დაბადების ადგილად მიჩნეული ნაზარეთის მაცხოვრის შობის ტაძრის, რომელიც პალესტინაშია, რესტავრაციისათვის პალესტინის მთავრობას 100 ათასი დოლარით დაეხმარება. ტაძარს ნგრევის საშიშროება ემუქრება, რის გამოც პალესტინის მთავრობამ თურქეთს ტაძრის რესტავრაციისთვის დახმარება სთხოვა.

საბაჰი წერს, რომ ნიუ იორკში მიმდინარე წლის 19 მაისს ნიჩბოსნობა იწყება, სადაც თურქი მოგზაური ერდენ ერუჩი ჩანაქქალეს ბრძოლის 100 წლისთავთან დაკავშირებით გალიპოლუში ჩასვლას შეეცდება. ერუჩმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ნიჩბოსნობაში რეკორდი დაამყარა და გინესისი მსოფლიო რეკორდების წიგნშიც შევიდა. ერუჩი ამჟამად თავის ავსტრალიელ მეგობართან ერთად ატლანტიკის ოკეანის და ხმელთაშუა ზღვის 10 თვის განმავლობაში ნავით გადაცურვას აპირებს.

იენი შაფაქი იუწყება, რომ სტამბოლის ტიტების ფესტივალი 11 აპრილს იწყება. ფესტივალზე მსოფლიოში პირველი ტიტების ხალიჩაც გამოიფინება. ეს ხალიჩა 545 ათასი ტიტისგან იქნება დამზადებული და იგი სულთანაჰმედის მოედანზე გამოიფინება. ტიტების ფესტივალის მეათე წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლის სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ტიტის ყვავილი უნდა დაირგოს. ფესტივალი 30 მაისამდის გრძელდება.

ჰაბერ თურქის მიხედვით სტამბოლის მერიის ორგანიზებით დაგეგმილ სტამბოლის არასრულ მარათონში წელს მიზნად მსოფლიოს რეკორდის მოხსნაა დაგეგმილი. მარათონში 9 ქვეყნიდან 26 პროფესიონალი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. 26 აპრილს დაგეგმილ მარათონის სტარტს მამაკაცებს შორის კენიელი ვილსონ კიპროპს და ეთიოპიელი დერიბა მერგას, ხოლო ქალებიდან მსოფლიოს არასრული მარათონის ჩემპიონ კენიელ გლადის ჩერონს მისცემენ.

სტარში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ტურიზმის ცენტრებთაგან ერთ-ერთად მიჩნეულ კაბადოკიაში საერთაშორისო ორიენტირების შეჯიბრში 9 წლის თურქმა სპორცმენმა ისმაილ ენესმა დიდი გულკეთილობა გამოიჩინა. შეჯიბრის მიმდინარეობის დროს მან დაჭრილი მიმინო დაინახა და მეტოქეებს ჩამოსცილდა რა, აიყვანა ეს მიმინო და იგი სიცოცხლეს გადაარჩინა. 9 წლის ენესი ამ შეჯიბრზე ყველაზე ჯენტლმენ სპორცმენად იქნა არჩეული.

ჰაბერ თურქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ” რატომ არ ითვლება პილოტი ტერორისტად” და მასში ვკითხულობთ: აშშ და ევროპა გარმანვინგსის ავიახაზების თვითფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი დამხმარე პილოტის ანდრეს ლუბიტზი ტერორისტად რომ არ ჩათვალონ, ამისათვის ყველა მცდელობას იჩენენ. ამ საკამათო საკითხში თურქეთიც ჩაერთო. თურქი ექსპერტების აზრით, ეს პილოტი ახლო აღმოსავლეთის მკვიდრი რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად ტერორისტს უწოდებდნენ. ზოგიერთის აზრით კი რადგან მას არავითარი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა, ამიტომაც არ შეაფასეს მისი ქმედება ტერორისტულად.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები