თურქული პრესის მიმოხილვა 30.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

287335
თურქული პრესის მიმოხილვა 30.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰით დავიწყებთ, რომელშიც თურქეთის ეკონომიკის ახალ პაკეტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ახალი ეკონომიკური პაკეტი მომზადდა, რომელიც თურქეთში ინვესტიციების და დასაქმების გაზრდას ითვალისწინებს. ეს პაკეტი საზოგადეოებისთვის მიმდინარე კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. პაკეტი ფირმებზე გადასახადების შემცირებას და ასევე იმ ფირმებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიის სფეროში ინვესტიციებს ჩადებენ, წახალისების მიზნით გარკვეული თანხები გადაეცემათ.

იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”ჰარრანის მიზანია ორი მილიონი ტურისტი”. მისი მიხედვით მსოფლიოში პირველ დასახლების ადგილად მიჩნეული თურქეთის ქალაქ შანლიურფას ჰარრანის რაიონი წელს ტურისტების ზრდას ელოდება. კონუსურ გუმბათებიანი სახლები და განსხვავებული არქიტექტურით გამორჩეულ ნაგებობებთან ერთად აქ პირველი ისლამური უნივერსიტეტის ნანგრევებიცაა შემორჩენილი, რის გამოც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის. ჰარრანის რაიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაშია.

 

სტარში ვკითხულობთ, რომ სტამბოლის 34-ე, ”ოქროს ტიტის” კინო ფესტივალი 4 აპრილს იწყება. ფესტივალზე კინომოყვარულებს ჯაფერ პანაჰის, ტომი ლი ჯონსის, პოლ ტომას ანდერსონის და სხვა მრავალი ცნობილი რეჟისორის ფილმის ნახვის საშუალება ექნებათ. ფესტივალი 19 აპრილამდის გაგრძელდება და მასში 60 ქვეყნის 204 ფილმი მიიღებს მონაწილეობას.

ვათანი წერს, რომ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთმა ვატიკანი მის გვერდით ყოფნის მიზნით ერევანში მიიწვია, მაგრამ თურქეთის აქტიური დიპლომატიის შედეგად პაპამ სომხეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

ჰაბერ თურქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”საფრანგეთში წავალთ” და მასში ვკითხულობთ: 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან გამართა შეხვედრა და მატჩი ფრედ 1-1 დამთავრდა. თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი თამაშით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ საფრანგეთში წავლენ. თურქეთის ეროვნული ნაკრები ჰოლანდიის მატჩის შემდეგ ლუქსემბურგში ჩავიდა, სადაც ხვალ ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები