თურქული პრესის მიმოხილვა 25.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

280554
თურქული პრესის მიმოხილვა 25.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან ქალთა ძალადობის შესახებ გამართულ შეხვედრაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებით, როგორც სიგარეტის წინააღმდეგ, ასევე ქალთა ძალადობის წინააღმდეგაც ღონისძიებები უნდა გატარდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში ერდოღანს გუშინ აკადემიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების საკითხები იქნა განხილული. ერდოღანმა ქალთა მიმართ ძალადობა კაცობრიობის ღალატად შეაფასა, წერს სტარი.

იენი შაფაქის მიხედვით თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა უცხოელი ინვესტორების მიზიდვას უწყობს ხელს. თურქეთში მიმდინარე წლის იანვრის თვეში 1,8 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს თანხა კი საბითუმო და საცალო ვაჭრობებთან ერთად მრავალ სხვა სფეროში იქნა დაბანდებული. ამ სფეროებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვით თურქეთმა რეგიონის 11 ქვეყანას გაუსწრო.

ჰურრიეთში ვკითხულობთ, რომ თურქეთში გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის დასაწყისში ბინების გაყიდვა 1,7% გაიზარდა, თებერვალში კი გასულ წელთან შედარებით 15% მოიმატა. მთელს ქვეყანაში გასულ თვეში 95 ათას ბინაზე მეტი გაიყიდა რა, ბინების გაყიდვაში პირველი ადგილი სტამბოლს უჭირავს. მეორე და მესამე ადგილზე კი ანკარა და იზმირია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვა გასულ წელთან შედარებით 27,8% გაიზარდა. ამ კატეგორიაშის ისევ სტამბოლია პირველ ადგილზე.

მილლიეთის მიხედვით კი მსოფლიოში ერთ-ერთმა პოპულარულმა ტურისტულმა ინერნეტ გვერდმა Trip Advisor-მა თავის აბონენტ ტურიზმის მოყვარულებს შორის საანკეტო გამოკითხვით დადგენილი პრიორიტეტული ქალაქების სია გამოაქვეყნა და მსოფლიოს საუკეთესო 10 ქალაქთაგან ერთერთად სტამბოლი იქნა დასახელებული, სადაც ხსენებული ინტერნეტ გვერდის მომხმარებელ ტურისტებს ძალიან უნდათ ჩამოსვლა. ამით სტამბოლმა რომი, პარიზი, პრაღა და სხვა ქალაქები ჩამოიტოვა. პირველ მეორე ადგილზე კი მაროკოს ქალაქი მარაკეშში და კამბოჯის ქალაქი საიმ რიპია გავიდნენ.

ჰაბერ თურქი იტყობინება, რომ TÜRSAK-ის ორგანიზაციამ და სტამბოლის ბეიღლუს რაიონის მერიამ თურქული კინოს 100 წლის წარსულის გახსენების მიზნით სპეციალური საღამო გამართა. კინოს სამყაროდან 200 ჟიურის წევრის მეშვეობით თურქული კინოს ყველაზე პოპულარულები იქნა გამოვლენილი, რომლებიც სხვადასხვა ჯილდოებით იქნენ დაჯილდოებული. საუკუნის საუკეთესო ფილმად ”Selvi Boylum Al Yazmalım” (გოგონა წითელი შარფით) იქნა აღიარებული, რომელშიც მთავარ როლებში ქადირ ინანირი და თურქენ შორაი მონაწილეობენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები