თურქული პრესის მიმოხილვა 15.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

264414
თურქული პრესის მიმოხილვა 15.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანით დავიწყებთ, რომელშიც თურქეთის ნავთობპროდუქტების გენერალური დირექტორის მოადგილის მიერ ახალ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ნავთობპროდუქტების გენერალური დირექტორის მოადგილე ბესიმ შიშმანი აღნიშნავს, რომ ქალაქ ჰათაის დორთიოლის რაიონში ახალი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას აპირებენ. შიშმანის განცხადებით, თურქეთს 2023 წლის მისიის მიზნით სურს თურქეთის ნავთობპროდუქტების კომპანიის 10 ბრენდს შორის შესვლას. ამიტომ ქალაქ ჰათაის დორთიოლის რაიონის მახლობლად ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას აპირებენ. შიმშექმა ასევე თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯეიჰანის პორტთან ახლოს იქნება და ამით მას ერთგვარი სტრატეგიული და ეკონომუკური მნიშვნელობაც ექნება.

მილლიეთის მიხედვით სტამბოლის მე-13 საერთაშორისო ზღვაოსნობის გამოფენა ხელს უწყობს საქმიან ბიზნეს შეხვედრებს რომელმაც ასევე მიმდინარე წელს წარმატებული ნაბიჯი გადადგა და მნიშვნელოვანი შეკვეთები მიიღო. გამოფენაზე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჟანის ბიონერის თანხლებით ნორვეგიის სამეფოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა და მათ ამ გამოფენაზე ნორვეგიის სამთავრობო და სამხედრო გემების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს. ნორვეგიის საზღვაო გადამზიდავმა კომპანიებმა და მეთევზეებმა კი, 12 გემის შეკვეთა მიიღეს.

საბაჰი წერს, რომ 2014 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო საკონგრესო ქალაქთაგან ერთ-ერთი სტამბოლი იყო, რომელმაც გასულ წელს 125 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა. სტამბოლის სავაჭრო პალატის თავჯდომარემ იბრაჰიმ ჩაღლარმა განაცხადა, რომ თურქეთმა კონგრესების ჩატარებით 328 მილიონი დოლარი მოიგი. მან ასევე ღნიშნა, რომ 2015 წელი უფრო უკეთესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წლის პირველ ნახევარში არიან, უკვე ასზე მეტი კონგრესის დაჯავშნა მოახერხეს და კიდევ არის მოთხოვნები. 2014 წლის მონაცემებით სტამბოლში ყველაზე მეტი კონგრესი ამერიკის, ინგლისის და ბელგიის ასოციაციების მიერ იქნა განხორციელებული.

ჰაბერ თურქში ვკითხულობთ, რომ 9 მარტს, აშშ-ს ქალაქ მაიამში, ცნობილმა თურქმა მომღერალმა იბრაჰიმ თათლისესმა თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა და იგი ჯერ კვლავ რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება. თათლისესის 72 საათის შემდეგ გაღვიძებას შეეცადნენ მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება მისი გაღვიძება. ზოგიერთის აზრით მომღერალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი ახლობლები და პატივისმცემლები კი ამ მდგომარეობის გამო ძალიან შეშფოთებული არიან.

იენი შაფაქი წერს, რომ აქბანკის 11-ე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ხვალ იწყება. ფესტივალი 26 მარტამდე გაგრძელდება. მასში 23 ქვეყნის 86 მოკლემეტრაჟიანი ფილმი და 2 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია წარმოდგენილი რომლების ნახვის საშუალებაც ექნებათ კინომოყვარულებს. ფესტივალს ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით შეუერთდება ცნობილი რეჟისორი და მრავალი ჯილდოს მფლობელი ჯესიკა ვუდვორთი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები