თურქული პრესის მიმოხილვა 11.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

257932
თურქული პრესის მიმოხილვა 11.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომლის სტატია 3 ინგლისელი გოგოს ISIS რიგებში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ელჩმა ინგლისში აბდურრაჰიმ ბილგიჩმა ISIS რიგებში გაწევრიანებულ 3 ინგლისელი გოგოს შესახებ ბრალდებებს ინგლისის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტში უპასუხა. ”ისინი ინგლისს უნდა შეეჩერებინა. მთავარი პასუხისმგებელი თქვენ ხართ” განაცხადა თურქმა დიპლომატმა და დაამატა, რომ სირიაში ISIS რიგებში გაწევრიანებულ ინგლისის მოქალაქეების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ინგლისის შესაბამის სტრუქტურებს დროულად, რომ მოეწოდებინათ, მაშინ მათი პოვნა უფრო ადვილი იქნებოდა.

სტარის მიხედვით ევროპის ქვეყნებიდან ავსტრიასა და გერმანიაში წარმოშობით თურქი ეროვნების მუსლიმანების მიმართ რასიზმი გრძელდება. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის თემა იყო ”ევროპაში რასისტული კვლევა”, ძალიან სავალალო მდგომარეობა აჩვენა. გამოკითხვის თანახმად ყოველ მესამე მუსლიმანზე რასისტული თავდასხმა ხორციელდება და გამოკითხულთა 89,9%-ის აზრით ბოლო ერთი წლის განმავლობაში რასისტულმა თავდასხმებმა იმატა. გერმანია ასევე თურქი ხალხის მიმართ ენის ცოდნის აუცილებლობის დადგენილებას 8 წელია რაც არასწორად აგრძელებს, როცა სასამართლო განაჩენით ეს მოთხოვნა გაუქმებულია, წერს სტარი.


საბაჰის კულტურის მიმომხილველი ყურადღებას სტამბოლის 34-ე კინოფესტივალზე ამახვილებს და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის ხელოვნების და კულტურის ფონდის ეგიდით ჩატარებული სტამბოლის 34-ე კინოფესტივალი 4 აპრილს იწყება და ორ კვირას გაგრძელდება. ფესტივალზე კინომოყვარულებს 62 ქვეყნიდან 200-მდე ფილმის ნახვის საშუალება ექნებათ. აქვე მსოფლიოს მრავალ ფესტივალზე გამარჯვებული ფილმებიც იქნება ნაჩვენები. ფესტივალზე ოქროსტიტის კონკურსიც გაიმართება.

ჰაბერ თურქში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”ოლარ იმპულსეს 2-ის (Solar Impulse) უკან მდგომი თურქი ქალი” და მასში ვკითხულობთ: ოლარ იმპულსეს (Solar Impulse) სახელწოდების თვითმფრინავმა, რომელიც მზის ენერგიით მუშაობს, ორი დღის წინ აბუ-დაბიდან აიღო სტარტი და ასე დაიწყო მსოფლიო ტური. თვითფრინავის პილოტის ანდრე ბორშბერგის მეუღლე, თურქი წარმოშობის იასემინი და გოგო ელაც ამ პროექტში არიან ჩართულები. იასემინი პილოტ მამას გაფრენის წინ სუნთქვის ვარჯიშს უტარებდა, ხოლო ამის პარალელურად მისი კვებით და ფსიქოლოგიური მდგომარეობითაც ინტერესდებოდა და საჭირო დახმარებას უჩენდა.

მილლიეთი წერს, რომ საოჯახო და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ დაადგინა, რომ Minecraft-ის მიერ კომპიუტერში ატვირთული საბავშვო თამაშები ძალადობის შემცველია და ამიტომ ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის მათი თამაში. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს, რადგან მათში სხვადასხვა ცოცხალი არსებების საზარელი მკვლელობები ხორციელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები