თურქული პრესის მიმოხილვა 09.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

254670
თურქული პრესის მიმოხილვა 09.03.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ რომელშიც თურქეთის მიერ სხვადასხვა ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებებზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე დახმარება სჭირდება, თურქეთი მას აუცილებლად აღმოუჩენს საჭირო დახმარებას. შემდეგ მანვე თურქეთის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში გაწეული დახმარებების შესახებ დეტალურად ისაუბრა. ”სომალიდან დაწყებული ავღანეთამდის მრავალ ქვეყანას მთლიანობაში 766 მილიონ 288 ათასი თურქული ლირის დახმარება, ხოლო სირიას კი 5,2 მილიარდი ლირის დახმარება გავუწიეთ. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს და კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველო AFAD-ის ორგანიზებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას სხვადასხვა სახეობის მატერიალური დახმარება გაუწიეთ, განაცხადა ქურთულმუშმა.

იენი შაფაქის მიხედვით თურქი ხალხი უცხოური ვალუტის ნაცვლად თურქულ ლირის გამოყენებას ანიჭებს მნიშვნელობას. აშშ-ში დასაქმების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ თურქეთში მოქმედი ე.წ. პროცენტების ლობიმ სპეკულაციური ინფორმაციები გაავრცელა რათა თურქებსაც ანაბრები დოლარზე გაეკეთათ მაგრამ მწარეთ მოტყუვდნენ, რადგან დოლარის კურსის გაზრდის მიუხედავად თურქებმა ანაბრების ლირაზე დაბანდება არჩიეს.

ვათანი წერს, რომ ერაყში ISIS კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქ მოსულის გასანთავისუფლებლად დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთმა თუ რა სახის დახმარება უნდა გაუწიოს, ამის დეტალები თანდათანობით ცნობილი ხდება. გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის, ისმეთ ილმაზის მიერ ბაღდადში და ერბილში ვიზიტების შემდეგ ცნობილი გახდა, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს თურქეთი ერაყის შეიარაღებულ ძალებს. თურქეთი მათ ლოგისტიკურ დახმარებას და კიდევ დაზვერვის საკითხებში დაეხმარება. ილმაზის განცხადებითვე მათ ქალაქ მოსულის გასანთავისუფლებლად ”გაწვრთენი და აღჭურვეს” პროგრამის ფარგლებში ყოველგვარი დახმარება გაეწევათ. ანკარა ასევე რეგიონში მოსალოდნელი ყოველგვარი სუნიტურ-შიიტური კონფლიქტების გაღვივების წინააღმდეგ ინტენსიურ დიპლომატიას ჩაატარებს, განაცხადა ილმაზმა, ვკითხულობთ ვათანში.

საბაჰში ვკითხულობთ, რომ თურქეთის ტურისტულ ქალაქთაგან მუღლაში და მის რეგიონებში მოსახლეობამ კარგი ამინდებით ისარგებლეს და ზღვის სანაპიროებს მიაშურეს. ულას რაიონში გუშინ ჰაერის ტემპერატურამ 22 გრადუსს მიაღწია, ხოლო ზღვის ტემპერატურამ კი 17 გრადუსს და ამიტომ ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმა პლაჟები შეავსეს. ტურისტებმა კარგი ამინდით, შესანიშნავი ბუნების თანხლებით და ზღვაში ბანაობით სასიამოვნო დრო გაატარეს გუშინ, აღნიშნავს საბაჰი.

ჰაბერ თურქის მიხედვით, მეცნიერებმა კიბოს უჯრედების შესახებ ახალ აღმოჩენს მიაკვლიეს. მწვანე საფარის ნაკლებობა ჟანგბადიანობასაც აკლებს და ეს იწვევს კიბოს ფართოდ გავრცელებას. Science Translational’ Medicine სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კიბოს უჯრედების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჟანგბადის უკმარისობაა. გამოკვლევის თანახმად მწვანე საფარის ზოლში მცხოვრებლებში კიბოს რისკი უფრო ნაკლებია. ამავე კვლევებით კიბოთი დაავადებულ თაგვებს, რომლებსაც მეტი ჟანგბადი მიაწოდეს, უფრო დიდ ხანს იცოცხლეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები