თურქული პრესის მიმოხილვა 08.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

253382
თურქული პრესის მიმოხილვა 08.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ რომელშიც გაეროს მიერ თურქეთში მყოფ სირიელლტოლვილების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ, რომ ასადის მიერ სირიელი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული სისასტიკის გამო მიგრაციაში მყოფ ხალხის მიმართ ისედაც არასაკმარისი დახმარების გამომყოფმა გაერომ განმაცვიფრებელი განცხადება გააკეთა. გაეროს სასურსათო სააგენტოს მიერ თურქეთში განთავსებული სირიელ ლტოლვილთა ბანაკისთვის გამოყოფილი დახმარება ფინანსური უკმარისობის გამო შეაჩერა. გაეროს პრეს-სპიკერმა ელისაბედ ბრეისმა თურქეთს მოუწოდა, რომ მან თავის თავზე აიღოს ლტოლვილების დახმარება.

იენი შაფაქი პრემიერ დავუთოღლუს ნიუიორკიში ჩატარებულ შეხვედრებზე და ამ შეხვედრებთან დაკავშირებით სტამბოლის საფინანსო ბირჟის თავჯდომარის იბრაჰიმ თურანის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას. გაზეთის ცნობით, პრემიერმა დავუთოღლუმ ნიუ იორკიში უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრები გამართა და მათ მიმართ დადებითი განცხადებები გააკეთა. სტამბოლის საფინანსო ბირჟის თავჯდომარემ იბრაჰიმ თურანმა კი პრემიერ დავუთოღლუს შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა: ”პრემიერის ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დავრჩით, არჩევნების შემდეგ თურქეთში სერიოზული უცხოული ინვესტიციები განხორციელდება”.

საბაჰი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმი ”ბოლო წერილიჩანაქქალეს (დარდანელის) ბრძოლის 100 წლისთავთან დაკავშირებით 18 მარტს მსოფლიოს 100 ქვეყანაში ერთდროულად იქნება ნაჩვენები. თურქული კინოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფილმად მიჩნეული ფილმი ”ბოლო წერილი” ჩანაქქალეს ბრძოლაში მრავალი სირთულეებისა მოხალისედ წასული მედდისა და ერთ-ერთი კაპიტნის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

ჰაბერ თურქი იტყობინება, რომ ბრიტანულმა გაზეთმა Guardian-მა ვროპის ყველაზე ლამაზი 40 ვილის სია გამოაქვეყნა, სადაც თურქეთიდან 3 ვილა მოხვდა. ამ ვილათანაგ ერთი ქალაქ ანტალიის ქაშას ტურისტულ რაიონშია, რომელიც შესანიშნავი აუზებით და ხედებით გამოირჩევა. მეორე მარმარისის ჰისარონუს რაიონშია, ხოლო მესამე კი იზმირის ურლას რაიონში, რომელიც ზეთისხილის ბაღებით და სიმყუდროვით გამოირჩევა.

ვათანის მიხედვით, აშშ-ს ასტრონომების მიერ 2010 წელს აღმოჩენილი Giese 583 d-ს სახელწოდების ახალ პლანეტიდან განსხვავებულ სიგნალებს იღებენ. სპეციალისტების აზრით დედამიწიდან 22 სინათლის წლით დაშორებული Giese 583 d-ს შესახებ დღემდე ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია და აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით იგი დედამიწას წააგავს. მეცნიერების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მისი გამოკვლევა ხელმეორედ უნდა მოხდეს და მათივე ვარაუდით მისი სიდიდე დედამიწას 2-3-ჯერ აღემატება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები