თურქული პრესის მიმოხილვა 05.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

249186
თურქული პრესის მიმოხილვა 05.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ რომელშიც პრემიერ დავითოღლუს შაჰ ფირატის ოპერაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა გამახვილებული ყურადღება: პრემიერმინისტრმა დავუთოღლუმ შაჰ ფირატის ოპერაციის სათადარიგო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ”ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ერთი თვის წინ წერილობითი ბრძანება გავუგზავნეთ შაჰ ფირატის ოპერაციის მზად ყოფნისთვის. გეგმამ გათვლის მიხედვით იმოქმედა. ნებისმიერი სახის თავდასხმის შემთხვევაში მთლიანი რეგიონის კონტროლის ქვეშ აყვანა იგეგმებოდა. სირიის მხრიდან ოპერაციის დროს რაიმე საფრთხე რომ შექმნილიყო პირდაპირი სამიზნე ის გახდებოდა. ყველა მოკავშირეს შევატყობინეთ, რომ თურქეთი საჭიროების შემთხვევაში სირიის ტერიტორიის სიღრმეში 40 კილომეტრით შევიდოდა”- განაცხადა დავუთოღლუმ.

მილლიეთიც ასევე პრემიერ დავითოღლუს მოსულის ოპერაციასთან დაკავშირებით გაცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: პრემიერმა დავუთოღლუმ აშშ-ში ვიზიტის დროს მოსულის ოპერაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: ”მოსულის ოპერაციაში თურქეთი ფიზიკურად არ ჩაერთვება, მაგრამ ყოველგვარ დახმარებას გაუწევს. ეს მოვლენები თურქეთის საზღვართან ხდება და ყველაზე მეტად ისევ თურქეთია დაზარალებული. თურქეთის წინააღმდეგ თუ რაიმე თავდასხმითი პროცესი განხირციელდება, მას იმ წამსვე მოჰყვება შესაბამისი პასუხი, თურქეთს ამის ძალაც შესწევს”.

იენი შაფაქის მიხედვით გემი ”მავიმარმარას” მოვლენებთან დაკავშირებით გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ისრაელმა ერთ-ერთი ებრაელი ბიზნესმენის მეშვეობით თურქეთის ქალაქ მერსინის პორტიდან ღაზას პორტს შორის ახალი ”მწვანე ზოლის” ხაზის გახსნის წინადადება წამოაყენა და დაზარალებულების ადვოკატს ოჯახებისთვის კომპესაციის სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა შესთავაზა. ამ შეთავაზების ფარგლებში ”მწვანე ზოლის” მეშვეობით მერსინიდან გასულ გემს ისრაელის მხრიდან ყოველგვარი კონტროლის გარეშე ღაზაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს. იმის შესახებ თუ ისრაელი ამის სანაცვლოდ რას ითხოვს განცხადება არ გაკეთებულა.

საბაჰში გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით ”სავარონაზე პირველი სტუმარი”, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა ათათურქის იახტა, სავარონაზე პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. სავარონაზე ერდოღანს პირველი შეხვედრა თურქმენეთის პრეზიდენტთან უნდა გაემართა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თურქმენეთის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა რა ერდოღანმაც მოგვიანებით დაგეგმილი შეხვედრა ბოსნია და ჰერცოგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს წევრ ბექირ იზზეთბეგოვიჩთან ადრე გადმოიტანა და ეს შეხვედრა სავარონაზე შედგა. 1931 წლის 28 მარტს ზღვაში ჩაშვებული სავარონა დღეისათვისაც მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტად ითვლება.


ვათანი წერს, რომ მობილური აპარატებიდან ინტერნეტში ათჯერ უფრო სწრაფად შემავალი 4G ტექნოლოგიის აუქციონი სამი თვის განმავლობაში უნდა შედგეს. ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრის ლუთფი ელვანის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრებლებს 4G ტექნოლოგიის გამოყენების საშუალება ექნებათ. ამ ტექნოლოგიის ექსპულატაციაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში თურქეთის მოსახლეობის 90%, ხოლო 8 წლის განმავლობაში კი 95% მის გამოყენებას დაიწყებს. 4G ტექნოლოგია თურქეთში მე-4 ახალი GSM ოპერატორის გახსნის საშუალებასაც შექმნის.

ჰაბერ თურქი იტყობინება, რომ თურქი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ახალი დაავადება სამედიცინო ლიტერატურაში იქნა შეტანილი. მხოლოდ და მხოლოდ ღრძილის ძვალში აღმოჩენილი დაავადება, რომელიც თურქეთში მხოლოდ ოთხ ადამიანში იქნა დაფიქსირებული, ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი. მსოფლიო გენეტიკური დავადებების სიაში ეს დაავადება ”ღრძილის ძვლის ინტერვალური დეფორმაციის” სახელით ”VMOS” იქნა შეტანილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები