თურქული პრესის მიმოხილვა 03.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

245557
თურქული პრესის მიმოხილვა 03.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის საუდისარაბეთში ვიზიტზეა გამახვილებული ყურადღება. საუდის არაბეთში მყოფ პრეზიდენტ ერდოღანს მეფე სალმანთან ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა სირიის საკითხი იყო რა, სირიის ოპოზიციონერების მიმართ მხარდაჭერის შეთანხმება იქნა მიღწეული. შეხვედრაზე ასევე ერაყის, იემენის, პალესტინის და ეგვიპტის საკითხებიც იქნა განხილული. ერთობლივ განცხადებაში კი აღინიშნა, რომ რელიგიური სექტანტობა რეგიონში დიდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს. შეხვედრის ერთერთი მთავარი საკითხი იყო ასევე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვით და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღმავება.

საბაჰი ერაყში ISIS წინააღმდეგ ჩასატარებელ ოპერაციაში ანკარის პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ანკარა ISIS წინააღმდეგ ერაყში ჩასატარებელი ოპერაციის პროცედურებს ახლოდან აკვირდება. ამ პროგრამის ფარგლებში ანკარას ერაყის ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობებთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. თურქეთმა ქალაქ მოსულში განსახორციელებელ ოპერაციას ნაწილობრივ მხარი უნდა დაუჭიროს და მის ფარგლებში ერაყის არმიას წვრთნები უნდა ჩაუტაროს, დაეხმაროს მას იარაღით, სამედიცინო პრეპარატებით, საკვებით და სხვა ჰუმანიტალური მასალებით. გარდა ამისა ანკარის მხრიდან ერაყის ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობასთან სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლაც უნდა მოხდეს, წერს საბაჰი.

მილლიეთის მიხედვით დასავლეთ თრაქიის თურქების სოლიდარობის ორგანიზაციის თავჯდომარე თანერ მუსტაფაოღლუ საბერძნეთის სტამბულის კონსულს ნიკოლას მათჰიოუდაკს უნდა შეხვდეს და პრემიერ ციპრასზე გადასაცემად წერილი უნდა გადასცეს. წერილში დასავლელი თრაქიელები, სადაც ძირითადად თურქი წარმომავლობის მოსახლეობა ცხოვრობს, პრემიერ ციპრას თანასწორ მოქალაქეობას და თანაბარ უფლებებს მოსთხოვენ.

იენი შაფაქი წერს, რომ თურქეთმა ენერგიის წარმოებაში 2015 წლის მონაცემებით სხვა განვითარებული ქვეყნები უკან ჩამოიტოვა. თურქეთმა ევროპის ქვეყნებიც და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიც უკან ჩამოიტოვა და საერთო ჯამში 24-ე ადგილი დაიკავა. ამავე მონაცემებით თურქეთი მსოფლიოში ენერგიის წარმოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან ქვეყანად იქნა მიჩნეული. ენერგიის წარმოების სფეროში თურქეთი 2020 წლისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნით სულ 6 მილიონ ადამიანს დაასაქმებას, ვკითხულობთ იენი შაფაქში.

ჰურრიეთი იტყობინება, რომ ათასობით ადამიანმა ცნობილი თურქიმწერალი და საზოგადო მოღვაწე იაშარქემალი გუშინ ბოლო გზაზე გააცილა. სამი დღის წინ გარდაცვლილმა მწერალმა, რომელსაც მრავალი ჯილდო ჰქონდა აღებული, თავის მკითხველს ასეთი ანდერძი დაუტოვა. ”ჩემი ნაწარმოებების მკითხველი მკვლელი ნუ იქნება, ომის მოწინააღმდეგე იყოს, შეეწინააღმდეგოს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ჩაგვრა, შევიწროვებას. ჩემი ნაწარმოებების მკითხველი გაჭირვებულს მხარში უნდა ამოუდგეს, ჩემი ნაწამოებების მკითხველი ყოველგვარი ცუდისგან შორს უნდა დადგეს”.

სტარის მიხედვით აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად ისრაელის პრემიერი ნეტანიაჰუ დღეს აშშ-ს კონგრესში მაინც გამოვა სიტყვით. ნეტანიაჰუს ასეთმა დაჟინებამ კი იგი ამერიკაში არასასურველ პირად აქცია. კონგრესში, სადაც ნეტანიაჰუ სიტყვით უნდა გამოვიდეს, ვიცეპრეზიდენტი ჯობაიდენი თავჯდომარეობას არ გაუწევს. ნეტანიაჰუს დღევანდელი გამოსვლა კონგრესში, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა იქნება. იგი ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ წასული პირველი ისრაელის პრემიერმინისტრი, აღნიშნავს სტარი.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები