თურქული პრესის მიმოხილვა 02.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

243895
თურქული პრესის მიმოხილვა 02.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაა: ”რესპუბლიკური პარტიის წევრი სომხური ლობის წინააღმდეგ გამოვიდა”. 1915 წლის მოვლენების ას წლისთავთან დაკავშირებით სომხური დიასპორის მიერ მომზადებული ახალი პროექტის აშშ-ს კონგრესში გატანის მცდელობას პირველი საწინააღმდეგო რეაქცია რესპუბლიკური პარტიის წევრ ბილ შუსტერის მხროდან მოჰყვა. შუსტერმა გასულ კვირას კანონპროექტის შესაძლო ხელმომწერ კონგრესმენებს წერილი გაუგზავნათ, რათა 1915 წლის პროექტისათვის, ე.ი. სომეხთა გენოციდისთვის მხარი არ დაეჭირათ. შუსტერმა ასევე განაცხადა, რომ იმ პერიოდში, ე.ი. პირველი მსოფლიო ომის დროს 2 მილიონი ოსმალეთის მოქალაქეც გარდაიცვალა და ამიტომ ამ კანონის მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

სტარში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”ამერიკამ სიდინგი ოსმალეთიდან წაიღო, ჩვენ კი უკან ჩამოვიტანეთ” და მასში ვკითხულობთ: დღეისათვის ერთგვარ ბრენდად ქცეული ნაგებობების გარედან საიზოლაციო მასალა სახელწოდებით ”ამერიკან სიდინგი” რომელსაც ამჟამად ფირმა ”ერიაფი” აწარმოებს, ამერიკელებმა ბოსფორის სრუტის ირგვლივ აშენებული ვილებიდან გადაიღეს. გარედან მოსაპირკეთებელი ეს საიზოლაციო საფარი, ნაგებობების ასაკს უფრო ხანგრძლივს ხდის. აშშ-ს იალეს უნივერსიტეტის წყაროების მიხედვით, ამერიკელებმა ეს საიზოლაციო სისტემა ოსმალეთის პერიდოში ბოსფორის სრუტის ირგვლივ აშენებულ ვილებზე დაკვირვების შემდეგ წაიღეს და ასე დაიწყეს მისი გამოყენება.

ჰაბერ თურქის მიხედვით თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და თურქეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თურქეთთან ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული კავშირების მქონე ქვეყნებში ინვენტარიზაციის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ასევე იმ ქვეყნებში არსებული წყაროების შესწავლას, დაცვას და პერიოდულ გამომცემლობების გაგზავნასაც ითვალისწინებს. ასე რომ თურქეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას საზღვარგარეთაც ეზრდება აქტივობა. ამავე მემორანდუმით TİKA-ს მიერ 120 ქვეყანაში გახორციელებული ეკონომიკური და სხვა პროექტების მხარდამჭერი ამ პროექტის მეშვეობით თურქეთის კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციის საშუალებაც ეძლევა.

იენი შაფაქი წერს, რომ ევროპა მუსლიმანი მოსახლეობის მატებით შეშფოთებულია. ავსტრიის მიერ მუსლიმანების მიმართ მიღებული კანონის შესახებ განცხადება სტამბულის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ქადირ ჯანათანმა გაავრცელა და თქვა, რომ ევროპა მუსლიმანი მოსახლეობის მატებისგან შეშფოთებულია. მისივე განცხადებით ევროპა ისლამს მისი ტერიტორიების კულტურულ ნაწილად არ მიიჩნევს და ისინი განსაკუთრებით მიგრაციის მეთოდით ჩასახლებული მუსლიმანი მოსახლეობის მიმართ არიან შეშფოთებულნი. ”ევროპელების ვარაუდით ახალგაზრდა მუსლიმი თაობა ევროპის კულტურას შეეგუებოდა და ისე დაიწყებდა ცხოვრებას, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ ამან მათში ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია”.

სტარის მიხედვით PEGİDA-მ ინგლისში მარცხი განიცადა. გერმანიაში ისლამის და ემიგრანტების მიმართ რასისტულად განწყობილმა საზოგადოება PEGİDA-მ ინგლისში ჩატარებულ პირველ მიტინგში შესაბამისი რაოდენობის მხარდამჭერები ვერ მოიპოვა. ისლამის საწინააღმდეგო ამ მიტინგში, რომელიც ქალაქ ნიუკასლში გაიმართა, მხოლოდ ოთხასი ადამიანი შეუერთდა. სამაგიეროდ მათ საწინააღმდეგოდ კი დაახლოებით 2 ათასი ადამიანი შეიკრიბა შეძახილებით ”უარი ყოველგვარ რასსიზმს”.

ვათანი იტყობინება, რომ სირიაში პირველი დასავლელი მებრძოლი გარდაიცვალა. მისივე მიხედვით სირიაში ISIS-ს წინააღმდეგ ქურთ დაჯგუფებებთან ერთად მებრძოლი ავსტრალიელი აშლეი კენტ ჯონსტონი თილ ჰემის პროვინციაში შეტაკებების დროს გარდაიცვალა. იგი ISIS-ს წინააღმდეგ დაღუპული პიველი დასავლელი მებრძოლი გახდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები