თურქული პრესის მიმოხილვა 27.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

240001
თურქული პრესის მიმოხილვა 27.02.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქით დავიწყებთ. რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული უშიშროების საბჭოს თებერვლის თვის შეკრება პრეზიდენტ ერდოღანის თავჯდომარეობით შეიკრიბა. შეკრებაზე სირიაში განვითარებული მოვლენები იქნა განხილული და ასევე გასულ კვირას შაჰ ფირატის ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის თურქეთის შეიარაღებული ძალების მილოცვაც გაკეთდა. შეხვედრაზე ასევე ქურთებთან ე.წ. შერიგების პროცესი და ტერორიზმის აღმოფხვრის საკითხებიც იქნა განხილული.

იენი შაფაქი წერს, რომ ისრაელის მიერ ღაზაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად დანგრეული ბინები და მათში მცხოვრები ადამიანები მიტოვებულნი დარჩნენ. ოკუპაციიდან 7 თვე გავიდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად 1,8 მილიონი ადამიანი ასეთი იმედგაცრუების მიუხედავად მაინც აგრძელებენ აქ ცხოვრებას. აქედან დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ამ ცივი ზამთრის პირობებში სკოლებში და სხვადასხვა თავშესაფრებში ცხოვრობენ. ყველაზე მეტი დაზარალებულები კი ბავშვები არიან, რომლებსაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროებათ, აღნიშნავს იენი შაფაქი.

ჰურრიეთის მიხედვით თურქეთმა სამხრეთ კორეასთან 8 მილიარდი დოლარის სავაჭრო შეთანხმების დასადებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 2013 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ, გუშინ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც თურქულ და სამხრეთ კორეულ ფირმებს მესამე ქვეყნებში ერთობლივად ინვესტიციების ჩადება შეეძლებათ.

სტარი იტყობინება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ტურისტის მიმზიდველი თურქეთი, საკონგრესო ტურიზმშიც ერთგვარ ბრენდად იქცა. თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) თავჯდომარის ბაშარან ულუსოის განცხადებით, გასული 10 წლის განმავლობაში თურქეთში ჩატარებული კონგრესების რაოდენობა 254% გაიზარდა. 2015 წლისთვის მთელს თურქეთში 106, ხოლო მარტო სტამბოლში 77 კონგრესის თარიღი უკვე ცნობილია და ადგილების დაჯავშნაც გაკეთებულია.


გუშინ უეფას თასზე მეორე ტურის მეორე საპასუხო მატჩები გაიმართა, წერს მილლიეთი და ამატებს: სტამბოლის ბეშიქთაშმა ათათურქის სახელობის სტადიონზე ინგლისის მრისხანე კლუბს ლივერპულს უმასპინძლა, რომელთანაც პირველ მატჩში 1:0 დამარცხება ჰქონდა განცდილი, მაგრამ, თურქმა ფეხბურთელებმა გუშინ მშვენიერი და ორგანიზებული თამაში აჩვენეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ასევე ფრედ დასრულდა დამატებითი დროც და პენალტების სერიით კი 5:4 გაიმარჯვეს რა, მომდევნო ეტაპზე, მეთექვსმეტედფინალში გასვლის უფლება მოიპოვეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები